ლუვიური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუვიური ენის გავრცელების არეალი

ლუვიური ენაინდოევროპულ ენათა ანატოლიური (ხეთურ-ლუვიური) ჯგუფის ერთ-ერთი მკვდარი ენა. გავრცელებული იყო ძველი ანატოლიის სამხრეთ ოლქებში. ლუვიური ენის უძველესი ნიმუშები შემორჩენილია სოლისებრი დამწერლობით შესრულებულ რიტუალური ხასიათის ხეთურ ტექსტებში (ძვ. წ. XIV-XII საუკუნეები). ცალკეული ტექსტები ლივიურ ენაზე დაწერილია აგრეთვე სპეციფიკური იეროგლიფური დამწერლობით (ძვ. წ. VIII საუკუნე), რომელსაც უფრო ადრე იეროგლიფურ ხეთურს უწოდებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]