ქიცუვათნა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქიცუვათნა, ქიცვათნაქვეყანა ძვ. წ. II ათასწლეულის მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში, კილიკიის ზეგნის აღმოსავლეთ ნაწილში. უძველესი დროიდან დასახლებული უნდა ყოფილიყო ინდოევროპული წარმომავლობის ტომებით, განსაკუთრებით ლუვიელებით. მოგვიანებით იქ ხურიტებიც ცხოვრობდნენ. ხეთების ძველი სამეფოს ხანაში (ძვ. წ. 1650-1500 წწ.) ქიცუვათნა დამოუკიდებელი ქვეყანა იყო. იგი ხურიტების პოლიტიკურ და კულტურულ-რელიგიურ გავლენას განიცდიდა. ძვ. წ. XIV საუკუნიდან ქიცუვათნა ხეთების ვასალური სამეფო გახდა. ქიცუვათნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ღვთაება ხეფათის მთავარი საკულტო ცენტრი – ქუმანი (კლასიკური ხანის კომანა). ჰ. გოლდმანმა 1935 წელს თარსუსში იპოვა ქიცუვათნის მეფის ისფუთახსუს საბეჭდავი, რომელსაც ჰქონდა ხეთური (ლუვიური) იეროგლიფური წარწერა. იგი ერთ-ერთი უძველესია ამ სახის წარწერათა შორის. ხეთების სახელმწიფოს განადგურების შემდეგ (ძვ. წ. XIII საუკუნე) ქიცუვათნის ეთნიკური სურათი შეიცვალა, აქ დასახლდნენ სხვა წარმოშობის ტომები, განსაკუთრებით არამეელები.

ლიტერატურა[რედაქტირება]