G

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
G
ლათინური ანბანი
  Aa Bb Cc Dd  
Ee Ff Gg Hh Ii Jj
Kk Ll Mm Nn Oo Pp
Qq Rr Ss Tt Uu Vv
  Ww Xx Yy Zz  
დამატებითი ნიშნები:
À Á Â Ã Ä Å Æ
Ā Ă Ą Ć Ĉ Ċ Č
Ç Ď Đ È É Ê Ë
Ē Ĕ Ė Ę Ě Ĝ Ğ
Ġ Ģ Ĥ Ħ Ì Í Î
Ï Ĩ Ī Ĭ Į İ Ĵ
Ķ Ĺ Ļ Ľ Ŀ Ł Ñ
Ń Ņ Ň Ŋ Ò Ó Ô
Õ Ö Ō Ŏ Ő Ø Œ
Ŕ Ŗ Ř Ś Ŝ Ş Š
ß Ţ Ť Ŧ Ù Ú Û
Ü Ũ Ū Ŭ Ů Ű Ų
Ŵ Ý Ŷ Ÿ Ź Ż Ž Ə

G — ლათინური ანბანის მეშვიდე ასო, ლათინურად და გერმანულად წარმოითქმის "გე", ფრანგულში (და ქართულში ზოგიერთი ტრადიციით, მაგ., მათემატიკაში, ფიზიკაში, ჭადრაკში და სხვა სფეროებში) - "ჟე", ინგლისურად "ჯი", ესპანურად "ხე". ეს ასო მოიგონეს რომაელებმა, ვინაიდან არასწორად ჩათვალეს, რომ ასო C ერთბაშად ორ ბგერას აღწერდა: /კ/ და /გ/. წერილობით წყაროებში მითითებულია ასო G-ს აღმომჩენი (შემქმნელი) - სპურიუს კავრილიუს რუგი, რომელიც ძვ. წ. 230 წელს ასწავლიდა - პირველი რომაელი, რომელმაც ფასიანი სკოლა გახსნა.

  • ბიოქიმიაში G - გლიცინის და გუანოზინის სიმბოლო, ასევე პროტეინის ტიპი.
  • ასტრონომიაში G - კომეტის, ასტეროიდების და მცირე პლანეტების (რომლების ნებისმიერი წლის 1-15 აპრილს იქნა აღმოჩენილი) წინასწარი აღნიშვნის პრეფიქსი.
  • ტრანსპორტის საშუალებების სანომრე ნიშნების საერთაშორისო სისტემაში აღნიშნავს გაბონს.
  • მუსიკაში - ნოტა "სოლი"
  • ფინანსებში - ნიუ-იორკის სააქციო ბირჟაზე აღნიშნავს კომპანიას ჯილეტი.
  • მასონურ სიმბოლიკაში ამ ასოს უკავშირებენ ღმერთს (God, Gott) და გეომეტრიას.
  • ფიზიკაში G - გრავიტაციული მუდმივა, ხოლო g - გრავიტაციით გამოწვეული აჩქარების ერთეული.


პროტო-სემიტური ფუს ფინიკიური გიმელ ბერძნული გამა ეტრუსკული C
პროტო-სემიტური Fuß ფინიკიური Gimel ბერძნული Gamma ეტრუსკული C
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=G&oldid=2447437“-დან