სილეზია (პოლ Śląsk, ჩეხ Slezsko, გერმ Schlesien, სილ Ślůnsk,სილ Schläsing) — ისტორიული მხარე ცენტრალურ ევროპაში. სილეზიის დიდი ნაწილი შედის პოლონეთის შემადგენლობაში, მცირე ნაწილი კი ჩეხეთის. სილეზიის სულ მცირე ნაწილს გერმანია ფლობს. უმსხვილესი ქალაქებია :ვროცლავი და კატოვიცე.