უმლაუტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უმლაუტის ცნება სხვადასხვანაირად გამოიყენება:

  • უმლაუტს გერმანიკულ ენებში ხმოვნის ცვალებადობის გარკვეულ ხარისხს უწოდებენ. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ გოტური (a-უმლაუტი, i-უმლაუტი და u-უმლაუტი). უმლაუტისგან განასხვავებენ ასევე აბლაუტს, რომელსაც სულ სხვა ეტიმოლოგია და ფუნქცია აქვს.
  • უმლაუტს უწოდებენ გერმანული ანბანის სპეციალურ ასო-ნიშანს, რომლის მეშვეობითაც გადმოიცემა თანამდეროვე გერმანული ენის შესაბამისი ასოები. ყველა ეს ასო ენის ისტორიაში ცნობილია როგორც i-უმლაუტები, და გრაფიკულად დღესდღეობით მათ ასე გამოსახავენ: ä, ö, ü და ორხმოვანა äu და äi.

უმლაუტი მომდინარეობს იაკობ გრიმისგან, რომელმაც ასევე სახელწოდება წყვეტა (Brechung) შემოიღო a-უმლაუტის აღსანიშნავად.

გერმანიკული ენების გარდა ასევე სხვა ენებსაც მოეპოვებათ უმლაუტის მსგავსი მოვლენები. ეს განსაკუთრებით ითქმის ბერძნულსა და ავესტურში არსებულ i-ეპითეზისზე.

ძველი გერმანული იცნობდა ასევე a-უმალუტს.

უმლაუტს უწოდებენ ასო-ნიშნებს, რომელთაც გერმანულ ენაში გამოიყენებენ ჟღერაშეცვლილი ხმოვნების გამოსახატავად. ესენია: Ä,ä, Ö,ö, Ü,ü. მათი ჩანაცვლება არც თუ იშვიათად ხდება ასე:

  • ä = ae.
(მაგ.; ähnlich = aehnlich; Männer = Maenner)
  • äi = aei.
(მაგ.; europäisch = europaeisch)
  • äu = aeu.
(მაგ.; Mäuse = Maeuse; Läuse = laeuse)
  • ö = oe.
(მაგ.; Söhne = Soehne; öffnen = oeffnen)
  • ü = ue.
(მაგ.; über = ueber; jüdisch = juedisch)

უმლაუტიან ხმოვანს თავს დაერთვის ტრემა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Duden, Die Grammatik, Unentbehrlich für richtiges Deutsch, Herausgegeben von der Dudenreadktion. Nach den Regeln der neuen deutschen Rechtschreibung 2006 überarbeiteter Neudruck der 7., völlig neu erarbeiteten und erweiterten Auflage. Duden Band 4. Mannheim, Leipzig, Wien, Zürich: Dudenverlag, 2006.