გაგაუზიის კონფლიქტი
გაგაუზიის კონფლიქტი — სსრკ-ის დაშლის პროცესში აღმოცენებული კონფლიქტი გაგაუზიის მოსახლეობასა და მოლდოვის ცენტრალურ მთავრობას შორის.
1989 წლის 12 ნოემბერს შედგა გაგაუზიელი ხალხის წარმომადგენლების საგანგებო კონგრესის პირველი ყრილობა, რომელზეც გამოცხადდა გაგაუზიის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში, თუმცა მომდევნო დღეს მოლდოვის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა.
1990 წლის 23 ივნისს მოლდოვის სსრ-მ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1990 წლის 19 აგვისტოს აღმოსავლეთ მოლდოვის სახალხო დეპუტატების პირველ ყრილობაზე მიიღეს დეკლარაცია გაგაუზიის ხალხის თავისუფლების და მოლდოვისგან დამოუკიდებლობის შესახებ და გამოცხადდა გაგაუზიის რესპუბლიკის შექმნა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.[1] 21 აგვისტოს მოლდოვის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საგანგებო სხდომაზე გაგაუზიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება არაკანონიერ ქმედებად შეფასდა. 25 ოქტომბერს მოლდოვის სსრ-ის პრემიერ-მინისტრმა დრუკმა მირჩამ შეკრიბა 30 000 სამხედრო მოხალისე და მილიციელებთან ერთად გაგზავნა კომრატში გაგაუზიის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩასაშლელად. გაგაუზიელი მოსახლეობა შეიარაღდა არმატურით, მათ ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა დნესტრისპირეთის რესპუბლიკამ და გაგზავნა დრუჟინების რამდენიმე ათეული ავტობუსი გაგაუზიაში, თუმცა რეგიონში წითელი არმია განლაგდა, რამაც არ დაუშვა შეიარაღებულ კონფლიქტი სეპარატისტებსა და ცენტრალური მთავრობის ძალებს შორის. 1991 წელს 17 მარტს გასამართ რეფერენდუმს საბჭოთა კავშირის შენარჩუნების თაობაზე მოლდოვამ ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა იგი ჩატარდა გაგაუზიაში, რომლის მოსახლეობის 98%-მა მხარი სსრკ-ის შენარჩუნებას დაუჭირა.
საბჭოთა კავშირის დაშლიდან სამი წლის განმავლობაში გაგაუზია არსებობდა არაღიარებული რესპუბლიკის სტატუსით. 1994 წლის დეკემბერში მოლდოვის რესპუბლიკასა და გაგაუზიას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ხელი მოეწერა დოკუმენტს გაგაუზიის მოლდოვის შემადგენლობაში ინტეგრაციის შესახებ, რომელიც 1995 წლის ზაფხულამდე უნდა განხორციელებულიყო. ამ პერიოდში მოხდა გაგაუზიის ტრანსფორმირება ავტონომიურ ტერიტორიულ წარმონაქმნში მოლდოვის შემადგენლობაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Об автономии (сайт филиала ТПП РМ по Гагаузии) დაარქივებული 2007-03-22 საიტზე Wayback Machine.
- История создания автономии დაარქივებული 2007-04-01 საიტზე Wayback Machine.
- Закон об особом правовом статусе Гагаузии (Гагауз Ери)
- Закон об административно-территориальном устройстве Республики Молдова დაარქივებული 2014-12-07 საიტზე Wayback Machine.
- Уложение Гагаузии (Гагауз Ери)
- Положение о флаге Гагаузии (Гагауз Ери)
- Выписка из Конституции Республики Молдова (об административно-территориальном устройстве Республики Молдова)
- Власти Гагаузии отказались играть роль марионетки Кишинева დაარქივებული 2016-05-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|