გაგაუზები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაგაუზები
Gagauz-children.jpg
საერთო მოსახლეობა

240,000

რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
მოლდოვის დროშა მოლდოვა (გაგაუზიის დროშა გაგაუზია) 147,500
უკრაინის დროშა უკრაინა 31,900
თურქეთის დროშა თურქეთი 15,000
რუსეთის დროშა რუსეთი 13,700
რუმინეთის დროშა რუმინეთი 45
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 540
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 700
ენები
გაგაუზური ენა
რელიგიები
მართლმადიდებლობა

გაგაუზები (გაგ. Gagauzlar) — მოლდოვასა და უკრაინაში მცხოვრები ხალხი, საერთო რაოდენობა — 240,000 ადამიანი. გაგაუზების ძირითადი ნაწილი ცხოვრობს მოლდოვაში. ლაპარაკობენ გაგაუზურ ენაზე. მორწმუნე გაგაუზები მართლმადიდებლები არიან. მკვლევართა ნაწილს გაგაუზები მიაჩნია გათურქებულ ბულგარელებად, რომლებმაც შეინარჩუნეს ქრისტიანობა, უმრავლესობას კი — შუა საუკუნეების თურქების (კერძოდ, უზებისა და თორქების) შთამომავლებად, რომლებმაც შეითვისეს სლავური (ბულგარული) კულტურული ელემენტები. მისდევენ მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, დასაქმებული არიან მრეწველობაში. გაგაუზების თანამედროვე მატერიალური და სულიერი კულტურა ახლოა მეზობელი მოსახლეობის კულტურასთან.

ლიტერატურა[რედაქტირება]