ბეტმენი და რობინი (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეტმენი და რობინი

ფილმის კინოპოსტერი
რეჟისორი ჯოელ შუმახერი
პროდიუსერი პიტერ მაკგრეგორ-სკოტი
სცენარის ავტორი აკივა გოლდსმენი
ეფუძნება ბეტმენი, ავტორი:
ბობ კეინი
როლებში არნოლდ შვარცენეგერი
ჯორჯ კლუნი
კრის ო'დონელი
უმა თურმანი
ალისია სილვერსტოუნი
კომპოზიტორი ელიოტ გოლდენთალი
ოპერატორი სტივენ გოლდბლეტი
მონტაჟი დენის ვირკლერი
მარკ სტივენსი
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი
  • ივნისი 20, 1997 (1997-06-20)
ხანგრძლივობა 125 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 140 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 238,207,122 აშშ დოლარი
IMDb პროფილი

ბეტმენი და რობინი (ინგლ. Batman & Robin) — რეჟისორ ჯოელ შუმახერის 1997 წლის ფილმი. იგი ეფუძნება ბობ კეინის მიერ შექმნილი ბეტმენის ისტორიებს. ფილმის სცენარის ავტორია აკივა გოლდსმენი. მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ: არნოლდ შვარცენეგერი (დოქტორ ვიქტორ ფრიზი / მისტერ ფრიზი), ჯორჯ კლუნი (ბრიუს უეინი / ბეტმენი), კრის ო'დონელი (დიკ გრეისონი / რობინი), უმა თურმანი (დოქტორ პამელა აილი / შხამიანი სურო) და ალისია სილვერსტოუნი (ბარბარა უილსონი / ბეტგერლი).

ფილმის წარმოება დაიწყო წინა ფილმის, „ბეტმენი სამუდამოდ“ შემდეგ. Warner Bros.-მა ფილმი 1997 წლის ივნისში გამოსაშვებად დაგეგმა. შუმახერმა და გოლდსმენმა მომავალი ფილმის სიუჟეტი შეიმუშავეს ფილმზე „მკვლელობის დრო“ მუშაობისას. გადაღებები დაიწყო 1996 წლის სექტემბერში და 1997 წლის იანვარში დასრულდა, გადაღებების საბოლოოდ დასრულების ვადამდე 2 კვირით ადრე.

ფილმი 1997 წლის 20 ივნისს გამოვიდა და ნეგატიური შეფასებები მიიღო. მიმომხილველებმა არ მოიწონეს მისი ფერადი, უფრო მხიარული ატმოსფერო და მასში ჰომოსექსუალური თემატიკის არსებობის ვარაუდიც გამოხატეს. ფილმი წარდგენილი იქნა ოქროს ჟოლოზეზე, რამდენიმე ნომინაციაში, მათ შორის - წლის ყველაზე ცუდი ფილმის. ამის შემდეგ Warner Bros.-მა შეწყვიტა „ტრიუმფანტი ბეტმენის“, შემდეგი ფილმის წარმოება. ბეტმენის შესახებ ფილმების გადაღება გაგრძელდა 2005 წელს, კრისტოფერ ნოლანის ფილმით „ბეტმენი: დასაწყისი“. გარდა ფილმისა, „ოქროს ჟოლოს“ ნომინაცია დაიმსახურა სიმღერამ „The End Is the Beginning Is the End“, ჯგუფ The Smashing Pumpkins-ის შესრულებით. ამავე სიმღერამ „გრემის“ 40-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო მძიმე-როკ შესრულებისათვის პრიზი მიიღო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]