ჯონათან ნოლანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჯონათან ნოლანი | |
ნოლანი 2012 წელს |
|
| დაბადების სახელი | ჯონათან ნოლანი |
| დაბადების ადგილი | ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
| დაიბადა | 1976 |
| საქმიანობა | სცენარისტი, პროდიუსერი |
| შემოქმედების წლები | 1998 - დღემდე |
ჯონათან ნოლანი (დ. 1976) — ბრიტანელ-ამერიკელი ავტორი, სცენარისტი და პროდიუსერი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია მოთხრობა „Memento Mori“, რომელზე დაფუძნებული სცენარითაც ჯონათანის ძმამ, კრისტოფერ ნოლანმა 2000 წელს გადაიღო ფსიქოლოგიური თრილერი „მემენტო“. ძმები ფილმის სცენარისთვის ოსკარზე იყვნენ ნომინირებულები. ის ძმასთან ერთად ასევე მუშაობდა პრესტიჟის, ბნელი რაინდისა და ბნელი რაინდი: აღზევების სცენარებზე. 2011 წლის შემოდგომიდან CBS-ზე გადის ნოლანის შექმნილი ტელესერიალი Person of Interest.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
- მემენტო (2000) - ნაწარმოები
- პრესტიჟი (2006) - სცენარი
- ბნელი რაინდი (2008) - სცენარი
- Person of Interest (2011-დღემდე) - შემქმნელი, სცენარისტი, აღმ. პროდიუსერი
- ბნელი რაინდი: აღზევება (2012) - სცენარი
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ჯონათან ნოლანი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)