მრუდე ტბა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მრუდე ტბა | |
|---|---|
| მდებარეობა | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 2545 მ |
| ფართობი | 0,26 კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 6,9 მ |
მრუდე ტბა, ტბა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სამსარის ქედზე, ზღვის დონიდან 2545 მ. სარკის ფართობი 0,26 კმ2, უდიდესი სიღრმე 6,9 მ. საზრდოოს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს მაის-ივნისში, დაბალი ზამთარში. გამდინარეა მიწისქვეშა გზით. ნოემბრიდან მაისამდე ტბა ყინულით იფარება. წყალი სუსტად მინერალიზებული, სუფთა და სასმელად ვარგისია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქსე, ტ. 7, გვ. 173, თბ., 1984