იორდანისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იორდანისიVI საუკუნეში მოღვაწე გუთების ისტორიკოსი, წარმოშობით ოსტგუთი, აღმოსავლეთ რომის იმპერიის სამსახურში მყოფი ალანთა სარდლის მდივანი. მისი მთავარი შრომა „გუთების წარმოშობა და საქმენი“ (მოდის 551 წლამდე) წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წყაროს გუთების, შავიზღვისპირეთის ხალხების და ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქის ისტორიისათვის. შეიცავს მოკლე, მაგრამ საყურადღებო ცნობებს ძველ სლავებზე. იორდანისი გამოხატავდა ბიზანტიასთან შეთანხმების მომხრე ოსტგუთ წარჩინებულთა განწყობილებას.

ლიტერატურა[რედაქტირება]