თორისმონდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თორისმონდი (ან თორისმუნდი; ლათ. Thurismundus) (გ. 453)— ვესტგუთების მეფე. თეოდორიხ I-ის უფროსი შვილი. ქვეყანას მართავდა 451-453 წლებში. მამამისთან და თავის ძმასთან თეოდორიხ II-სთან ერთად ებრძოდა ჰუნების მეფე ატილას კატალაუნის ველზე და დაიჭრა კიდეც. ამ ომში მამამისის გარდაცვალების შემდეგ იგი გამოაცხადეს ვესტგუთების მეფედ.

მეფობის მესამე წელს მის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო, რომლის სულისჩამდგმელები იყვნენ მისი ძმები თეოდორიხი და ფრიდერიხი, რომლებიც ეყრდნობოდნენ რომაელების პარტიას და იმ გუთებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ თორისმონდის მეფედ გამოცხადების პროცედურაში. მეფის ძმები მიიჩნევდნენ, რომ თორისმუნდის მოქმედება ხელს უშლიდა რომის იმპერიასთან მშვიდობიან თანაარსებობას. 453 წელს იგი ავად გახდა და როდესაც მას ვენიდან სისხლს უშვებდნენ მოკლეს.

თორისმონდი მოკლეს ისევე როგორც ათაულფი და სიგერიხი, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო მიზეზის გამო: ისინი მოკლეს რომთან კავშირისათვის, ხოლო თორისმუნდი — რომთან მტრობისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


წინამორბედი:
თეოდორიხ I
ვესტგუთების მეფე

419 - 451
შემდეგი:
თეოდორიხ II