ბენგალურუ
|
ქალაქი
|
ბენგალურუ, ასევე ბენგალორე — ქალაქი ინდოეთში, კარნატაკის შტატის დედაქალაქი. მისი ბაღებისა და პარკების გამო ბენგალურუს ზედმეტსახელად ქალაქ-ბაღს უწოდებენ, ერთ დროს კი პენსიონერთა სამოთხეს ეძახდნენ.[2] ბენგალურუ კარნატაკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დეკანის ზეგანზე მდებარეობს და იგი ინდოეთის მესამე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი,[3] მსოფლიოში კი მეხუთე ყველაზე ხალხმრავალი ურბანული აგლომერაციაა. ცნობილია, როგორც ინდოეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის კვანძი. იგი მსოფლიოს 10 რჩეულ სამეწარმეო ლოკაციას შორისაა.[4]
ბენგალურუს რეგიონს სამხრეთ ინდოეთის დინასტია მართავდა, სანამ 1537 წელს ვიჯაიანაგარის დინასტიის ვასალურმა მმართველმა კემპე გოვდამ ციხესიმაგრე არ დააარსა, რაც თანამედროვე ბენგალურუს დაარსებად მიიჩნევა. შემდგომში მარათჰებისა და მოგოლების მიერ დაპყრობის შემდეგ, ქალაქი მაისურის სამეფოს დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. ბრიტანელების მმართველობისას ბენგალურუში სამხედრო დასახლება გაშენდა და წარმოადგენდა მაისურის სამეფო სახელმწიფოს მთავარ ქალაქს, რომელიც ბრიტანეთის ინდოეთის შემადგენლობაში მინიმალური სუვერენიტეტით არსებობდა. ინდოეთის დამოუკიდებლობის შემდეგ, 1947 წელს ბენგალურუ მაისურის შტატის, შემდეგ კი კარანატაკის შტატის დედაქალაქი გახდა.
დღეისათვის, როგოც მსხვილი ქალაქი და მზარდი მეტროპოლია, ბენგალურუ გამოირჩევა ინდოეთის მრავალი კარგად ცნობილი კოლეჯითა და კვლევითი ინსტიტუტით. ქალაქში მდებარეობს მრავალი მძიმე მრეწველობის, პროგრამული უზრუნველყოფის, აეროკოსმოსური, ტელეკომუნიკაციების კომპანია და თავდაცვითი ორგანიზაცია. ბენგალურუს ხშირად ინდოეთის სილიკონის ველს უწოდებენ, მისი მოწინავე პოზიციის გამო ქვეყნის IT ექსპორტში.[5][6][7] დემოგრაფიულად მრავალფეროვანი ქალაქი მნიშვნელოვანი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი და ინდოეთის მეორე ყველაზე სწრაფადმზარდი მეტროპოლიური არეალია.[8]
სექციების სია |
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Bruhat Bengaluru Mahanagara Palike – (Municipal government)
- Official website of Bangalore Development Authority
- Bangalore at the Open Directory Project
- Bangalore travel guide from Wikitravel
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Hasan, Fazlul. Bangalore Through The Centuries. Bangalore: Historical Publications, 1970.
- Plunkett, Richard. South India. Lonely Planet, 2001. ISBN 1-86450-161-8
- Vagale, Uday Kumar. "Public Space in Bangalore: Present and Future Projections". Digital Libraries and Archives. 2006. Virginia Tech. 27 April 2004.
- Hunter, Cotton, Burn, Meyer. "The Imperial Gazetteer of India", 2006. Oxford, Clarendon Press. 1909.
- "Bangalore." Encyclopædia Britannica. 1911 ed.
- C. Hayavadana Rao, The Mysore State Gazetteer, 1929
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Provisional Population Totals, Census of India 2011; Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above (pdf). Office of the Registrar General & Census Commissioner, India. წაკითხვის თარიღი: 26 March 2012.
- ↑ Bangalore – It is life in rush hour. The Tribune — Tribuneindia.com (13 January 2007). წაკითხვის თარიღი: 26 January 2011.
- ↑ India: largest cities and towns and statistics of their population. World Gazetteer.
- ↑ Bangalore among the top 10 preferred entrepreneurial locations. http://economictimes.indiatimes.com.
- ↑ India's 10 fastest growing cities. Rediff News (6 February 2008). წაკითხვის თარიღი: 7 April 2009.
|
||||||||