|
ქალაქი
ვიშაქაპატნამი
ტელუგუ విశాఖపట్టణం
|
ვიშაქაპატნამი (ტელუგუ విశాఖపట్టణం), ასევე ვიზაგი — მთავარი საპორტო ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთის სანაპიროზე. 1 435 099 მოსახლით, იგი ანდჰრა-პრადეშის შტატის მეორე უმსხვილესი და ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მესამე უდიდესი ქალაქია კოლკატისა და ჩენაის შემდეგ. მდებარეობს შტატის დედაქალაქ ჰაიდარაბადიდან 625 კმ-ით აღმოსავლეთით. ვიშაქაპატნამში განთავსებულია სახელმწიფოს კუთვნილი რამდენიმე მძიმე მრეწველობის საწარმო, ფოლადის მთავარი საწარმო და გააჩნია ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო პორტი და უძველესი ნავსაშენი. მას ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე ერთადერთს აქვს ბუნებრივი ნავსადგური.
ვიშაქაპატნამს სახელი ინდუისტური მამაცობის ღმერთის — ვიშაკას პატივსაცემად ეწოდა. ქალაქი გაშენებულია აღმოსავლეთ გჰატის ბორცვებს შორის და აღმოსავლეთით გადაჰყურებს ბენგალის ყურეს. იგი ვიშაქაპატნამის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია, ასევე განთავსებულია ინდოეთის ფლოტის აღმოსავლეთ საზღვაო სარდლობის შტაბ-ბინა. ვიშაქაპატნამს ხშირად ბედის ქალაქს უწოდებენ,[2] ბოლო დროს კი ასევე აღმოსავლეთ სანაპიროს გოას. სანაპიროს დასავლეთ ნაწილი გამოირჩევა პლაჟებით, ბორცვებით და დრამატული ლანდშაფტით. ქალაქში ფოკუსირდება სწრაფუ ურბანული და ტურისტული განვითარება.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]