ჰაიდარაბადი (ინდოეთი)
|
ქალაქი
ჰაიდარაბადი
|
ჰაიდარაბადი (ტელუგუ హైదరాబాదు; ურდუ حیدر آباد; ინგლ. Hyderabad) — ქალაქი ინდოეთში, ანდჰრა-პრადეშის შტატის დედაქალაქი. მეტსახელად მას მარგალიტების ქალაქსაც უწოდებენ.[1] იგი ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მეტროპოლიაა 650 კმ² ფართობითა[2] და 6 809 970 მცხოვრებით ქალაქში, მეტროპოლიურ არეალში კი 7 749 334-ით. შედეგად, ჰაიდარაბადი მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია ინდოეთში და მეექვსე ყველაზე დიდი აგლომერაცია მსოფლიოში.[3]
ჰაიდარაბადი ახ. წ. 1591 წელს სულთანმა მუჰამედ ქული ქუთბ შაჰმა დააარსა მდინარე მუსის ნაპირებზე, დეკანის ზეგნის ჩრდილოეთ კიდეზე.[4]
ერთ დროს ჰაიდარაბადი ბრილიანტებითა და მარგალიტებით ვაჭრობის გლობალური ცენტრი იყო.[5] ბოლო დროს ქალაქი წარმოჩინდა როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის (IT),[6] ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიების ცენტრი,[7][8] რის გამოც მას „ინდოეთის გენომის ველს“ უწოდებენ. ქალაქში მდებარეობს ტელუგუური ფილმების ცენტრი ტოლივუდი.[9]
2012 წლის მარტის მონაცემებით, ჰაიდარაბადი „ინდოეთის საუკეთესო მემკვიდრეობის ქალაქადაა აღიარებული“,[10] სადაც განთავსებულია მრავალი ისტორიული ძეგლი, რომელთა შორისაცაა იუნესკოს აზია-ოკეანიის მემკვიდრეობის სიაში შესული ჩოვმაჰალის სასახლე.[11] ქალაქს ტურისტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა სტუმრობს. ჩრდილოეთ და სამხრეთ ინდოეთის გზაჯვარედინზე მდებარე ეს ქალაქი გამოირჩევა თავის უნიკალური კულტურით, ხელოვნებითა და არქიტექტურით.[12] [13]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Sudipta Sengupta. “Hyderabad in NYT 2011 list of must see places“, The Times of India, 26 January 2011. წაკითხვის თარიღი: 17 July 2011.
- ↑ Greater Hyderabad Municipal Corporation. Greater Hyderabad Municipal Corporation. წაკითხვის თარიღი: 17 August 2011.
- ↑ Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above. Government of India. წაკითხვის თარიღი: 17 October 2011.
- Agencies (1 April 2011). hyderabad-district-records-highest-literacy-rate. The Siasat Daily. წაკითხვის თარიღი: 6 April 2011.
- ↑ (2010) Inside the Indian Business Mind: A Tactical Guide for Managers. Greenwood Publishing Group, 164–165 გვ.. ISBN 978-0-313-37830-0. წაკითხვის თარიღი: 5 October 2011.
- History – Hyderabad. Greater Hyderabad Municipal Corporation (1 November 1956). წაკითხვის თარიღი: 15 September 2011.
- ↑ (2010) Frommer's India. Wiley Publishing Inc, გვ. 403. წაკითხვის თარიღი: 6 October 2011.
- Waldemar Hansen (1972). The Peacock Throne: The Drama of Mogul India. Motilal Banarsidass, გვ. 168. წაკითხვის თარიღი: 6 October 2011.
- ↑ Sheridan Prasso. “Tour Google India“, CNN, 23 October 2007. წაკითხვის თარიღი: 5 October 2011.
- E. Kumar Sharma. “The top five cities“, Business Today, 27 August 2011. წაკითხვის თარიღი: 28 August 2011.
- ↑ George Iype (November 30, 2004). [rediff.com/money/2004/nov/30spec.htm Hyderabad: India's Genome Valley]. Rediff. წაკითხვის თარიღი: 13 June 2011.
- ↑ Asia's most expensive cities for expats, 7 from India. Rediff. წაკითხვის თარიღი: 13 June 2011.
- ↑ K. V. Kurmanath. “Business Line: Today's Paper / ECONOMY: Telugu film industry enters new era“, Business Line, 6 November 2007. წაკითხვის თარიღი: 15 June 2011.
- ↑ “Heritage award for Hyderabad raises many eyebrows“, timesofindia, 2 March 2012. წაკითხვის თარიღი: 20 March 2012.
- ↑ UNESCO Asia-Pacific Heritage Awards for Culture Heritage Conservation. UNESCO (2010). წაკითხვის თარიღი: 8 October 2011.
- ↑ “Analysis: HITEC City: The IT community of tomorrow?“, CNN, 5 September 2000. წაკითხვის თარიღი: 8 October 2011.
- Christina Francis. “MF Museum in Hyderabad?“, The Times of India, 10 June 2011. წაკითხვის თარიღი: 7 October 2011.
- “salar jung museum exhibition“, The Times of India, 26 April 2006. წაკითხვის თარიღი: 8 October 2011.
- ↑ Syed Mohammed. “Hyderabad through the eyes of a voyager“, The Times of India, 24 July 2011. წაკითხვის თარიღი: 27 December 2011.
|
||||||||