ბჰოპალი (ჰინ. भोपाल; ურდუ. بھوپال) — ქალაქი ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატის დედაქალაქი და ბჰოპალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. წარსულში იგი ყოფილი ბჰოპალის შტატის დედაქალაქი იყო. ბჰოპალი ცნობილია როგორც ტბების ქალაქი,[2] მისი მრავალი ბუნებრივი თუ ხელოვნური ტბის გამო, ამავე დროს, ის ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქია.[3]
ბჰოპალი ინდოეთის ქალაქების კლასიფიკაციით A B-1 კლასის ქალაქს მიეკუთვნება.[4] აქ მდებარეობს ეროვნული მნიშვნელობის მრავალი დაწესებულება და ინსტიტუცია.
ქალაქი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა 1984 წლის 2-3 დეკემბრის ღამის ბჰოპალის კატასტროფის შემდეგ, როდესაც პესტიციდების საწარმო Union Carbide India Limited (UCIL)-დან მომწმვლელმა გაზმა, მათ შორის მეთილიზოციანატმა გაჟონა. ეს შემთხვევა ინდუსტრიალიზაციის ისტორიაში ყველაზე საშინელია, რომელმაც ათასობით სიცოცხლე შეიწირა. ამის შემდეგ, ბჰოპალი პროტესტებისა და კამპანიების ცენტრად იქცა, რომელიც მომიტინგეებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.
ამბობენ, რომ ბჰოპალი მეფე ბჰოჯამ დააარსა (ახ. წ. 1000–1055) პარამარას დინასტიიდან.
-
გოჰარ-მაჰალი ზემო ტბის ნაპირებთან
-
-
-
-
-
-
-
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]