ჯაბალპური
|
ქალაქი
|
ჯაბალპური (ჰინ. जबलपुर), ხშირად ასევე მოიხსენიებენ როგორც სანსკაარდჰაანი — ქალაქი ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში. ფართობით ყველაზე დიდი აღნიშნულ შტატში, ასევე უდიდესი ურბანული აგლომერაცია შტატში და 38-ე ქვეყნის მასშტაბით (2011 წ).[1]
ჩრდილოეთით ესაზღვრება ქალაქი კატნი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — უმარია, აღმოსავლეთით — დინდორი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — მანდლა, სამხრეთით — სეონი, სამხრეთ-დასავლეთით — ნარსიმჰაპური და ჩრდილო-დასავლეთით — დამოჰი.
ისტორიულად, ჯაბალპური კალაჩურისა და გონდის დინასტიების ცენტრი იყო და ვითარდებოდა მარატჰასა და მოგოლთა იმპერიების კულტურების გავლენით. ადრეულ XIX საუკუნეში, იგი თანდათან ანექსირებულ იქნა ბრიტანეთის ინდოეთის მიერ და მთავარ სამხედრო ქალაქად იქცა.
1997 წელს მომხდარი დიდი მიწისძვრის ეპიცენტრი სწორედ ჯაბალპურში მდებარეობდა. ქალაქი ცნობილია თავის პიეზაჟური მარმარილოს კლდის ფორმაციებით მდინარე ნარმადის ნაპირების გასწვრივ. ქ განთავსებულია ხუთი შტატის არმიის შტაბ-ბინა. ქალაქის 1/6 ინდოეთის არმიას უჭირავს.
ჯაბალპურში ჩაისახა სამაგიდო თამაში სნუკერი. ქალაქი ჰინდის ლიტერატურული მოძრაობისა და რეგიონული საგანმანათლებლო კვანძია.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above. Censusindia. The Registrar General & Census Commissioner, India. წაკითხვის თარიღი: 18 October 2011.
|
||||||||