ვიჯაიავადა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ვიჯაიავადა
ტელუგუ విజయవాడ
Vijayawadahill.JPG
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი ანდჰრა-პრადეში
კოორდინატები 16°31′ ჩ. გ. 80°37′ ა. გ. / 16.517° ჩ. გ. 80.617° ა. გ. / 16.517; 80.617
ფართობი 61,88 კმ²
სიმაღლე 536
მოსახლეობა 1 491 202 კაცი (2011)
დროის სარტყელი UTC+5:30

ვიჯაიავადა მდებარეობა ინდოეთი

Red pog.svg

ვიჯაიავადა (ტელუგუ విజయవాడ) — ქალაქი ინდოეთში, უდიდესი კრიშნის რაიონში და მესამე უდიდესი ანდჰრა-პრადეშის შტატში, ჰაიდარაბადისა და ვიშაკჰაპატნამის შემდეგ. 2011 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1 048 240 ადამიანია,[1] მეტროპოლიური არეალის კი 1 491 202.[2] სახელი ვიჯაიავადა „გამარჯვების მიწას“ ნიშნავს და მომდინარეობს ღვთაება კანაკა-დურგასგან, რომელსაც ასევე ვიჯაიას უწოდებდნენ. ქალაქი აგრეთვე ცნობილია თავისი ისტორიული სახელით ბეზავადა, რომელსაც ინდოეთის რკინიგზა იყენებს.

ქალაქს საფუძველი ჩაეყარა მდინარე კრიშნას სამხრეთ ნაპირსა და ჩრდილოეთ ნაპირის ბორცვებზე. ახ. წ. 1855 წლისთვის, იგი პატარა დასახლება იყო ინდრაკილადრის ბორცვების აღმოსავლეთით.[3] დროთა განმავლობაში ქალაქი სხვადასხვა დინასტიების მიერ იმართებოდა. მათ შორის იყო ჩალუკიას დინასტია და დიდი მმართველი კრიშნადევარაია.

ქალაქმა მოკრძალებული სოციო-ეკონომიკური ზრდა განიცადა ინდოეთის დამოუკიდებლობამდელ ხანაში. ამჟამად იგი ანდჰრა-პრადეშის კომერციული დედაქალაქი, პოლიტიკურად აქტიური, სოციოლოგიურად დომინანტი, აგრარულად მდიდარი და ინდუსტრიული სატრანსპორტო კვანძია.

დღეისათვის, ვიჯაიავადაში განთავსებულია ანდჰრა-პრადეშის საუკეტესოდ ცნობილი საგანმანათლებლო დაწესებულებები. სხვა რეგიონებთან კარგადაა დაკავშირებული გზით, ჰაერით და რკინიგზით, გააჩნია ინდოეთში სიდიდით მეორე სარკინიგზო კვანძი.[4]

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Cities having population 1 lakh and above, Census 2011. censusindia.gov.in.
  2. Isher Judge Ahluwalia. Vijayawada’s inclusive expansion. Indian Express. წაკითხვის თარიღი: Sep 28 2011.
  3. About Vijayawada. VGTM Urban Development Authority.
  4. ‘India will be third largest economy by 2025'. The Hindu. წაკითხვის თარიღი: Jan 13, 2011.