რაჯკოტი
|
ქალაქი
|
რაჯკოტი (გუჯარათ. રાજકોટ (მოსმენა) ) — მესამე უდიდესი შტატი ინდოეთის გუჯარათის შტატში. იგი ინდოეთის 23-ე უდიდესი აგლომერაციაა 1,6 მილიონ (2012) მოსახლეზე მეტით.[1][2] მინიჭებული აქვს მსოფლიოს 22-ე ყველაზე სწრაფადმზარდი ქალაქის კატეგორია 2006 - 2020 წლებში.[3] წარმოადგენს რაჯკოტის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს.
მდებარეობს შტატის დედაქალაქ განდინაგარიდან 245 კმ-ს დაშორებით, მდინარე აჯისა და ნიარის ნაპირებზე. 1948 წლის 15 აპრილიდან 1956 წლის 31 ოქტომბრამდე რაჯკოტი საურაშტრის რეგიონის დედაქალაქი იყო სანამ ეს უკანასკნელი 1956 წლის 1 ნოემბერს ბომბეის შტატს შეერწყმებოდა. 1960 წლის 1 მაისიდან რაჯკოტი გუჯარათის შტატის შემადგენლობაში გადავიდა.
რაჯკოტი 1607 წელს დაარსდა და არსებობის განმავლობაში, მრავალი მმართველის ხელში იმყოფებოდა. თავის დროზე, იგი საურაშტრის მთავარი კომერციული ცენტრი იყო. ქალაქს დიდი ისტორია გააჩნია და მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობაში.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- Rajkot's premier portal provide indepth city information
- Rajkot Municipal Corporation (RMC)
- Rajkot Urban Development Authority (RUDA)
- Rajkot Disaster Management Authority
- Rajkot City Guide
- 400 Years of Rajkot
- Mohandas K. Gandhi (1869–1948) Vegetarianism: The Road to Satyagraha
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 India: largest cities and towns and statistics of their population. World Gazetteer. წაკითხვის თარიღი: 13 Feb 2012.
- ↑ India: metropolitan areas. World Gazetteer.
- ↑ City Mayors World's fastest growing urban areas (1), Retrieved on December 13, 2007
|
||||||||