ამრიტსარი
|
ქალაქი
|
ამრიტსარი (პენჯაბ. ਅੰਮ੍ਰਿਤਸਰ) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში, პენჯაბის შტატში. იგი სიქების რელიგიის სულიერი ცენტრია.
ქალაქში მდებარეობს ტაძარი ჰარმადირ-საჰიბი („ოქროს ტაძარი“, როგორც მას დასავლური მედია უწოდებს) — სიქიზმის სასულიერო და კულტურული ცენტრი. ეს ტაძარი მეტ მნახველს იზიდავს, ვიდრე თაჯ-მაჰალი, მხოლოდ კვირაობით 100 000 ადამიანს. ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა ინდური დიასპორის წარმომადგენელთათვის მთელი ინდოეთის მასშტაბით. ქალაქში ასევე მდებარეობს სიქების საერო და პოლიტიკური მმართველობა აკალ-ტახტი და სიქების პარლამენტი.
ინდოეთის მოსახლეობის 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ამრიტსარის მოსახლეობა 1 132 761 ადამიანს შეადგენს. ქალაქი მდებარეობს შტატის დედაქალაქ ჩანდიგარჰიდან 217 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, პაკისტანის ქალაქ ლაჰორიდან 32 კმ-ით აღმოსავლეთით, შესაბამისად, იდნოეთ-პაკისტანის საზღვართან ძალიან ახლოს.
მთავარი კომერციული საქმიანობები მოიცავს ტურიზმს, ხალიჩებისა და ქსოვილების წარმოება, ფერმერული მეირნეობა, ხელოსნობა, მომსახურება და განათების ინჟინერია. ქალაქი ცნობილია თავის მდიდარი სამზარეულოთი და კულტურით, ასევე 1919 წელს, ბრიტანელთა მმართველობისას მომხდარი ჯალიანვალა-ბაგჰის ხოცვა-ჟლეტის ინციდენტით.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- Official Website of Amritsar Municipal Corporation
- Amritsar travel guide from Wikitravel
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Provisional Population Totals, Census of India 2011; Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above (pdf). Office of the Registrar General & Census Commissioner, India. წაკითხვის თარიღი: 26 March 2012.
|
||||||||