ფარიდაბადი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
|
ფარიდაბადი (ჰინ. फरीदाबाद) — ქალაქი ინდოეთში, ჰარიანის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ფარიდაბადის რაიონში. მოსახლეობის ძირითად ნაწილს სიქები და ინდუსები შეადგენენ.
სექციების სია |
ისტორია[რედაქტირება]
ქალაქი 1607 წელს შეიხმა ფარიდმა დააარსა ამ ტერიტორიაზე გამავალი გზის დაცვის მიზნით. შეიხმა ააშენა ციხესიმაგრე, წყლის რეზერვუარი და მეჩეთი, რომელთა ნანგრევები დღესაცაა შემორჩენილი. 1979 წლის 15 აგვისტოს, ფარიდაბადი შტატის მე-12 რაიონი გახდა.
გეოგრაფია[რედაქტირება]
ფარიდაბადი დელიდან დაახლოებით 25 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს. ჩრდილოეთით სწორედ დედაქალაქის ოლქი ესაზღვრება, დასავლეთით — გუარონის რაიონი, აღმოსავლეთით და სამხრეთით კი უტარ-პრადეშის შტატი.
ქალაქი გაშენებულია ვაკეზე, რომელსაც აღმოსავლეთით მდინარე იამუნა ესაზღვრება, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით კი არავალის ბორცვები.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- Delhi Public Transport Application
- Delhi Public Transport Application for Android 2.1+
- District Faridabad Official Web Site
- Faridabad MCF Website
- Faridabad Tourist Complexes
- Surajkund Tourist Complex
|
||||||||