განხილვა:ალაჰაბადი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია „ინდოეთის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ. 1989 წ.

  • ალაჰაბად-ი, იხ. ილაჰაბადი - გვ. 23
  • ილაჰაბადი, ა ლ ა ჰ ა ბ ა დ ი - ქ.; უტარ-პრადეშის შტ., ინდოეთი. - გვ. 78

იქნებ ქსენიას დაეკითხოს ვინმე? --ჯაბა ლაბაძე 17:32, 21 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ქსე-ს მიხედვით. ტ. 5. გვ. 106. არსეობობს სტატია ილაჰაბადი, რაც შეესაბამება ალაჰაბადს. მაგრამ რამდენად სანდო წყაროა ქსე ამ შემთხვევაში არ ვიცი. ვიკიში ყველგან ალაჰაბადია--ოთოჯი / მომწერე 17:37, 21 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ნახეთ განმარტება ინგლისურ ვიკიში — Settled by God in Persian, ღმერთს კი მგონი ალაჰი ჰქვია. --მიხეილ მიწერა 17:42, 21 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

მიშა ქსე-ს და ლექსიკონის შემდგენლებმა ეგ არ იცოდნენ? :) --ჯაბა ლაბაძე 17:51, 21 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი, უკვე არცერთის აღარ მჯერა, jean რომ კაცის სახელია და jeanne ქალის და სხვადასხვანაირად რომ წარმოითქმის, ის აღარ იცოდნენ? --მიხეილ მიწერა 17:56, 21 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

რა ვიცი, რა ვიცი, მე რაც ვნახე ის დავწერე, გადავწყვიტოთ ერთად. ეს ჩემთვის პრინციპული არაა. :) --ჯაბა ლაბაძე 18:00, 21 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

არც ჩემთვის ჯაბა. მადლობა რომ დაწერე. გადავიტანოთ სადაც გადაწყვეტთ. --მიხეილ მიწერა 18:02, 21 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
საქმე იმაშია, რომ ურდუ ენაზე ღმერთს ჰქვია ილაჰ (და არა ალლაჰ ან ილლაჰ), ქალაქს الہ آبا, რაც იკითხება ილაჰაბად /ɪlaːhaːˈbaːd̪/. შეგიძლიათ იხილოთ გერმანული ვიკის სტატიაში გაკეთებული ტრანსკრიფცია. ასე რომ, ქართული სახელი (ილაჰაბადი) უფრო ახლოსაა ორიგინალურ გამოთქმასთან, ვიდრე ევროპული დასახელებები. სავარაუდოა, რომ ქართული სახელი უფრო ადრე შემოვიდა ჩვენთან და დამკვიდრდა სწორად, ევროპელებმა კი ცოტა მოგვიანებით გაიგეს და სახელიც არასწორად უწოდეს. ასე რომ, გადავიტანოთ ილაჰაბადზე. Deu. 18:33, 21 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ქსე-ში მართალია ძირითადი სტატია ლაჰაბადია, მაგრამ იქვე აწერია ალაჰაბადი, ასე რომ შეცდომა მეორე ვარიანტი სახელისა არ არის. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ თუნდაც იმ დროს (20 საუკუნეში) გამოიყენებოდა ორივე სახელწოდება: ილაჰაბადი და ალაჰაბადი, განურჩევლად იმისა, თუ როგორ იკითხება ურდუ ენაზე ალაჰ. აი რატომ გადმოიტანეს ქსე-ში ილაჰაბადის სახელწოდებით, თუმცა იგივე რუსული ვიკიპედია ალაჰაბადს წერს (ე.ი. ილაჰაბადი მოძველებულია). რათქმაუნდა რუ ვიკი წყარო არ არის, მაგრამ ესეც გასათვალისწინებელია (ცნობისთვის), რამეთუ ყოველივე (ამ შემთხვევაში) „ბსე“-დან იწყება (თავი და თავი ბსე-ა, რომელიც ძალიან მოძველებულია). დაბოლოს, წყარო არ არის, რომ ალაჰაბადია უფრო გავრცელებული სახელწოდება (საქართველოში), მაგრამ როგორც ჩანს დღესდღეობით ყველგან ალაჰაბადის სახელითაა დამკვიდრებული ეს ქალაქი. აქვე დავამატებ ლაჰაბადის სახით შეცდომას ადგილი არა აქვს. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ არ უნდა გადამისამართდეს.--ოთოჯი / მომწერე 06:15, 22 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

იქნებ მოიყვანო ქართულენოვანი წყარო ლაჰბადისა. - Island (გ) 09:58, 25 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]