სანსკრიტი
| სანსკრიტი संस्कृतम |
|
| გავრცელებულია | ინდოეთი |
| მოლაპარაკეთა რაოდენობა | 49 736 მშობლიური ენა |
| ოფიციალური სტატუსი | კლასიკური ენა |
| ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენა ინდოირანული შტო ინდოარიული ენები |
| დამწერლობის სისტემა | დევანაგარი |
| ენის კოდები | ISO 639-1: sa ISO 639-2: san ISO/DIS 639-3: san |
სანსკრიტი (სანსკრ. संस्कृत(სამსკრტა) — დამუშავებული, სრულქმნილი, „შედგენილი“) — ინდოეთის უძველესი ლიტერატურული ენა. სანსკრიტზე შეიქმნა ოთხი ვედა, ინდური ნაციონალური ეპოსები რამაიანა (თქმულება რამაზე) და მაჰაბჰარატა (ბჰარატთა ისტორია), ასევე უამრავი რელიგიურ-ფილოსოფიური ტრაქტატი (შასტრები, სმრიტები, უპანიშადები, პურანები) და სხვა.
უძველესი დროიდან სანსკრიტს ფლობდნენ ინდოელი ქურუმები (ბრაჰმანები), რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ენის ურთულეს გრამატიკას და სანსკრიტზე ოდითგანვე შექმნილ უზარმაზარ ლიტერატურას მასწავლებლისგან (გურუ) მოსწავლეზე ზეპირად გადასცემდნენ.
დაბალი წარმოშობის მოსახლეობისთვის სანსკრიტთან ხელშეხება დაშვებული არ იყო.
დღეისთვის სანსკრიტი ლათინურის, ძველბერძნულისა და ძველებრაულის მსგავსად მკვდარი კლასიკური ენაა.
სანსკრიტისთვის გამოიყენება დამწერლობა დევანაგარი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Academic სანსკრიტის აკადემიური კურსი, მსოფლიოს მასშტაბით
- სანსკრიტის პოპულარიზაციის ორგანიზაცია
- სანსკრიტის ალფავიტი - დევანაგარი, გუჯარატი, ბენგალი და ტაის სკრიპტები

