ინდორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ინდორი
მარათჰ. इंदूर
ერთ-ერთი ქუჩა
ერთ-ერთი ქუჩა
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი მადჰია-პრადეში
კოორდინატები 22°25′ ჩ. გ. 75°32′ ა. გ. / 22.417° ჩ. გ. 75.533° ა. გ. / 22.417; 75.533
ფართობი 3 898 კმ²
სიმაღლე 553
მოსახლეობა 1 960 631 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 9 718 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი +0731
ოფიციალური საიტი http://www.indore.nic.in/

ინდორი მდებარეობა ინდოეთი

Red pog.svg

ინდორი (მარათჰ. इंदूर) — უმსხვილესი ქალაქი და კომერციული ცენტრი ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში. მდებარეობს შტატის დედაქალაქ ბჰოპალიდან 190 კმ-ით დასავლეთით. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 1 960 631 ადამიანს შეადგენს.[1] იგი მადჰია-პრადეშის უდიდესი, ინდოეთის მე-15[2] და მსოფლიოს სიდიდით 147-ე ქალაქია.[3] ინდორს ასევე „მინი მუმბაის“ უწოდებენ მოსახლეობის ეთნიკური მრავალფეროვნების გამო. გარდა ამისა, მუმბაისთან ის სხვა მრავალ მსგავსებასაც ამჟღავნებს: ხშირი ბრბოები, შოპინგის სტილი, გართობა და საკვები.

ინდორი შტატის ფინანსური ცენტრი, იდნორის რაიონისა და ინდორის დივიზიონის ადმინისტრაციული ცენტრია.

ინდორი ერთადერთი ქალაქია ინდოეთში, რომელშიც ერთდროულად მდებარეობს როგორც ინდოეთის მენეჯმენტის ინსტიტუტი (IIM), ასევე ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (IIT).

მარათჰას იმპერიის დროს, იდნორი მნიშვნელოვანი კვანძი იყო დეკანსა და დელის შორის. მადჰავრაო პეშვას სიკვდილის შემდეგ, მარათჰას იმპერია დაიშალა და ინდორი ჰოლკარის სახელმწიფოს დედაქალაქად გამოცხადდა, სანამ აჰილიაბაი ჰოლკარი დედაქალაქს მაჰეშვარში გადაიტანდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Provisional Population Totals. Census of India 2011. The Registrar General & Census Commissioner, Government of India. წაკითხვის თარიღი: 2012-03-30.
  2. Some 108 million people live in India's largest cities. City Mayors. წაკითხვის თარიღი: 2010-07-04.
  3. The world's largest cities. City Mayors. წაკითხვის თარიღი: 2010-07-04.