შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ვენესუელა
ვენესუელა
ვენესუელა, ოფიციალურად — ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა (ესპ. República Bolivariana de Venzueela), — სამხრეთი ამერიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ტროპიკული ქვეყანა. დასავლეთით ესაზღვრება კოლუმბია, აღმოსავლეთით — გაიანა და სამხრეთით — ბრაზილია. მისი ჩრდილოეთი სანაპირო ხაზის სიგრძე დაახლოებით 2 800 კილომეტრია და მოიცავს მრავალ კუნძულს კარიბის ზღვაში, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანეს. ვენესუელის სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობს კარიბის კუნძულები, ისეთები, როგორებიცაა ტრინიდადი და ტობაგო, გრენადა, კიურასაო, ბონაირე, არუბა და ლევარდის კუნძულები. ვენესუელის ტერიტორია მოიცავს 916 445 კმ²-ს. მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 29 105 632 ადამიანს. ვენესუელა გამოირჩევა განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით. მისი ბიოტოპი მოიცავს აღმოსავლეთით ანდებს ხოლო სამხრეთით ამაზონის ტროპიკულ ტყეებს.

24 ივნისი — ამ დღეს...

პაბლო პიკასო, ავტოპორტრეტი.
პაბლო პიკასო, ავტოპორტრეტი.
  • 1314 : შოტლანდიამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა ბანოკბერნის ბრძოლაში ინგლისის მეფე ედუარდ II–ის დამარცხებით.
  • 1340 : ასწლიანი ომისლეისის ბრძოლაში ინგლისელებმა ედუარდ III–ის მეთაურობით თითქმის სრულიად გაანადგურეს საფრანგეთის ფლოტი.
  • 1880 : „ო კანადა“, ამჟამად კანადის ეროვნული ჰიმნი, პირველად შესრულდა კვებეკ-სიტიში, კვებეკი.
  • 1901 : პაბლო პიკასოს (ავტოპორტრეტი სურათზე) ნამუშევრების პირველი გამოფენა გაიხსნა პარიზში.
  • 1935 : თბილისში მუშტაიდის ბაღში გაიხსნა საბჭოთა კავშირში პირველი საბავშვო რკინიგზა.
  • 1948 : ცივი ომი : ბერლინის ბლოკადა დაიწყო.
  • 1981 : იორკშირთან, ინგლისი, გაიხსნა ჰამბერის ხიდი — მსოფლიოს ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი მომდევნო 18 წლის განმავლობაში.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი