შინაარსზე გადასვლა

ედუარდ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედუარდ II
ინგლისის მეფე
კორონაცია: 25 თებერვალი 1308
მმართ. დასაწყისი: 7 ივლისი 1307
მმართ. დასასრული: 25 იანვარი 1327
წინამორბედი: ედუარდ I
მემკვიდრე: ედუარდ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 აპრილი 1284
დაბ. ადგილი: გვინედი, უელსი
გარდ. თარიღი: 21 სექტემბერი 1327 (43 წლის)
გარდ. ადგილი: ბერკლი, ინგლისი
მეუღლე: იზაბელა ფრანგი
(ქ. 1308)
შვილები: ედუარდ III, ინგლისის მეფე
ელეონორა, გელდერნის გრაფინია
ჯოანა, შოტლანდიის დედოფალი
დინასტია: პლანტაგენეტები
მამა: ედუარდ I, ინგლისის მეფე
დედა: ლეონორ კასტილიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ედუარდ II პლანტაგენეტი (ინგლ. Edward II, ფრანგ. Édouard II Platagenêt; დ. 25 აპრილი, 1284, კერნარფონი, უელსი — გ. 21 სექტემბერი, 1327, ბერკლის ციხესიმაგრე, გლოჩესტერი) — ინგლისის და უელსის მეფე 1307-1327 წლებში, პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი.

იყო ედუარდ I-ის ძე. ებრძოდა ბარონებს, რაინდებსა და მოქალაქეებზე დაყრდნობით შეზღუდა მათი ძალაუფლება, სამაგიეროდ აიძულეს ეცნო პარლამენტის უფლება უმნიშვნელოვანესი კანონების დამტკიცებისა. 1314 წელს დაამარცხეს შოტლანდიელებმა და იძულებული გახდა შოტლანდიის დამოუკიდებლობა ეცნო. უკმაყოფილო ბარონებმა, რომელთაც სათავეში ჩაუდგა დედოფალი იზაბელა, ტყვედ ჩაიგდეს. უესტმინისტერის პარლამენტმა იგი ტახტიდან გადააყენა. მოკლეს ტყვეობაში.