განხილვა:მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

THEwikiStics: Page Hits toplist (compare traffic | searches)

მთავარი გვერდის განახლებისთვის დააჭირეთ აქ.

შეტყობინება
ეს გვერდი არ არის ზოგადი შეკითხვების დასმის ადგილი.
ეს გვერდი განკუთვნილია ვიკიპედიის გვერდის „მთავარი გვერდი“ განხილვისთვის.
გამოიყენეთ ეს ბმული რომ გაიგოთ როგორ დასვათ კითხვა და მიიღოთ პასუხი.





Georgian is missing[წყაროს რედაქტირება]

Georgian is missing from this page: https://meta.wikimedia.org/wiki/There_is_also_a_Wikipedia_in_your_language
Thank you, Varlaam განხილვაწვლილი 04:35, 19 იანვარი 2016 (UTC)

Thanks, Varlaam განხილვაწვლილი 06:40, 19 იანვარი 2016 (UTC)

ქართული კლავიატურის დაყენება[წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ვიკიპედიაში კლავიატურის მარტივად შეცვლის ფუნქცია დაემატა, ვფიქრობ, აღარაა საჭირო მთავარზე ამ გვერდის ბმული გვედოს, მით უფრო მუქად და გამოკვეთილად.--Saliner 18:56, 21 იანვარი 2016 (UTC)

ამის გარდა, ვფიქრობ ქართული კლავიატური დაყენების ტექნიკური პრობლემა აღარც არსებობს იმ დონეზე, რომ გამოკვეთილად იყოს. Deu. 18:59, 21 იანვარი 2016 (UTC)
მე კი ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ აუცილებელია, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ქართულს კლავიატურას აქტიურად არ იყენებს და ვიკიში ძიების დროსაც კი ლათინური შრიფტით ეძებენ--დათო1010 19:09, 21 იანვარი 2016 (UTC)
მერე ზუსტად მაგისთვის შემოიღეს ტრანსლიტერაცია, რომ ნებისმიერ მომხმარებელს, აქვს თუ არა ესა თუ ის კლავიატურა, შეძლოს მშობლიურ ენაზე ბეჭდოს. ვიკიპედიის ყველა ჩასაწერ ველში აჩვენებს მაგას და გადაყვანაც ერთი დაწკაპებით ხდება. ჩვენი ახსნა როგორ უნდა დააყენონ კლავიატურა, ვიკიში საწერად აღარავის სჭირდება.--Saliner 19:15, 21 იანვარი 2016 (UTC)
ყოველ შემთხვევაში, გამუქება არა მგონია საჭირო იყოს... ქართულ კლავიატურას რომ არ იყენებენ, ეგ უფრო სიზარმაცე მგონია (გადართვა ეზარებათ), ვიდრე ის, რომ არ იციან, როგორ წერონ... Deu. 19:18, 21 იანვარი 2016 (UTC)
გამუქების მოშორება შესაძლებელია, მაგრამ სრულად ამოღება არ იქნება გამართლებული. ბევრმა საერთოდ არც იცის, რომ ტრანსლიტერაცია უნდა აირჩიოს ან რა გასაკვირია გუგლში ძიება არ იცის ბევრმა--დათო1010 19:20, 21 იანვარი 2016 (UTC)
ჰო, პრინციპში მართალი ხარ :). სულ ამოღებაც არ იქნება კარგი, თავისი ფუნქცია ნამდვილად აქვს მაგ გვერდს და თუ ამოვიღებთ, საერთოდ დაიკარგება. გამუქება რომ მოიხსნას, მაგის მომხრე ვარ მეც. Deu. 19:21, 21 იანვარი 2016 (UTC)

მეც ამოღების წინააღმდეგი ვარ. გამუქების მოშორება შეიძლება, თუკი ეს რამეს შეცვლის.--SHOTHA [UT] 19:51, 21 იანვარი 2016 (UTC)

მე პირადად, დატოვების საჭიროებას ვერ ვხვდები. ვინმეს ვიკიში წერა უნდა და არ იცის, როგორ გადაიყვანოს ქართულზე? მაშინ ეგ ჩავსვათ მაგ გვერდში. სურათი, რომელიც უთითებს, როგორ მარტივად შეიძლება ტრანსლიტერაციის შეცვლა.--Saliner 19:58, 21 იანვარი 2016 (UTC)

თორნიკე ტრანსლიტერაცია მე, შენ და ვიკიპედიელებმა კარგად ვიცით, მაგრამ რატომ ხარ დარწმუნებული, რომ რიგითმა მომხმარებელმა ამის შესახებ იცის? --ჯაბა 1977 19:59, 21 იანვარი 2016 (UTC)

ჰოდა მაგის შესახებ იყოს ინფორმაცია, ანუ რაც უშუალოდ ვიკის ეხება და არა ზოგადად როგორ დაიყენოს კომპიუტერში ქართული კლავიატურა. მით უმეტეს, რომ ეს გაცილებით მარტივი გასაგები იქნება ყველასთვის (სულ ერთი დაწკაპებაა), ვიდრე საფეხურებრივი პროცედურა.--Saliner 20:05, 21 იანვარი 2016 (UTC)

კარგი, მაგრამ ვფიქრობ ამ შემთხვევაში უფრო გამოყენებადი გახდება ეგ ბმული და მუქი შრიფტი აუცილებელიც კი მეჩვენება. ჩასწორდეს ეს ბმული ტრანსლიტერაციაზე ინსტრუქციით და მუქადაც დარჩეს, ამით ხომ მომხმარებელს გავუადვილებთ საქმეს? --ჯაბა 1977 20:10, 21 იანვარი 2016 (UTC)

დიახ, ამ აზრს ვეთანხმები. ამ საქმის მცოდნე მომხმარებელი იქნებ დაგვეხმაროს.--Saliner 20:25, 21 იანვარი 2016 (UTC)