შინაარსზე გადასვლა

ჰამბერის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰამბერის ხიდი

ჰამბერის ხიდი (ინგლ. Humber Bridge) — სიდიდით მეთხე ერთფრთიანი დაკიდებული ხიდი მსოფლიოში; მდებარეობს კინგსტონ-აპონ-ჰალთან, ინგლისი. ხიდი გადაჭიმულია ჰამბერზე (ბუნებრივი წყალსაცავი წარმოქმნილი მდინარეების ტრენტისა და უზის მიერ) ბარტონ-აპონ-ჰამბერსა და ჰესლს შორის და აერთებს იორკშირის ისტ-რაიდინგსა და ჩრდილოეთ ლინკოლნშირს.

ხიდის მშენებლობის გეგმა თავდაპირველად 1930–იან წლებში შეიქმნა, შემდეგ გადაკეთდა 1955 წელს, თუმცა სამუშაოები 1972 წლის 26 ივლისამდე არ დაწყებულა. ხიდი საბოლოოდ 1981 წლის 17 ივლისს დედოფალმა გახსნა ოფიციალურად. პროექტის კონსულტანტი–ინჟინრები იყვნენ ფრიმენ ფოქს & პარტნიორები (ამჟ. ჰაიდერი).

ხიდის ცენტრალური ფრთა 1410 მეტრია, ხოლო სრული სიგრძე 2220 მ. ჰამბერის ხიდი მსოფლიოში ყველაზე გრძელი ერთფრთიანი დაკიდებული ხიდი იყო 16 წლის განმავლობაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: