ხუცუბანი
სოფელი | |
---|---|
ხუცუბანი | |
ხუცუბანი. ქართველთა რაზმი. ერმაკოვი. | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხუცუბანი |
კოორდინატები | 41°48′13″ ჩ. გ. 41°49′55″ ა. გ. / 41.80361° ჩ. გ. 41.83194° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 50 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 3483[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,3 % რუსები 0,3 % უკრაინელები 0,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ხუცუბანი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ხუცუბანი, ნაკაიძეები, ქვედა სამება).
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს ქობულეთის დაბლობზე, მდინარე კინტრიშის ნაპირზე, ზღვის დონიდან 50 მ., ქობულეთიდან 6 კმ. სოფელში აბანოს ღელეზე გამოვლენილია გოგირდწყალბადიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული და ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი, დებეტი 2000 ლ/დ.[2]
სოფელი მდინარის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და უმთავრესად დაქანებულ ფერდობზეა გაშენებული. მდინარე კინტრიშის მარცხენა მხრიდან ხუცუბანს სოფელი სამება ესაზღერება, ჩრდილოეთიდან სოფელი გვარა და პატარა მდინარე აჭვყა; აღმოსავლეთით – სოფელი ქობულეთი, დასავლეთით კი ნაკაიძეების უბანი, ნასაყდრალ თეთროსანის მიდამოების ჩათვლით.
ხუცუბანი მთლიანად ღიაა მავი ზღვისპირეთიდან. ზღვიდან მონაბერი ორთქლით ნაჯერი ქარები ატმოსფერულ ნალექებს იწვევს. წლიური ნალექი აქ 2365 მმ აღემატება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში აღმოჩენილია ნეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლი. 1878 წლის 18 იანვარს რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს სოფლის ტერიტორიაზე გაიმართა ბრძოლა რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების ჯარებს შორის. სოფლის ტერიტორიაზე აღმართულია რუსთა და ქართველთა საძმო სასაფლაოები. ერთი მათგანი კავკასიის მე-2 მსროლელთა ბატალიონის 76 წევრისაა, ხოლო მეორე — გურიის დრუჟინის 38 მებრძოლისა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა და ციტრუსების შემფუთავი ქარხანა.
თეთროსნის მონასტერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხუცუბნისა და გვარას საზღვარზე იდგა „თეთროსნის მონასტერი“. ტაძარი ცნობილი იყო მთელ გურიაში და განსაკუთრებით ქვემო გურიაში. XVI საუკუნეში აქ გადაწერეს დავითნი, რომელიც „თეთროსნის დავითნის“ სახელით არის ცნობილი. მისი გადამწერი იყო გერმანოზ კალიგრაფი. ტაძარი წაართვეს გურიას დაახლოებით 1728 წელს. მისი ღვთისმშობლის მდიდრული ხატი ინახებოდა აკეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში.[3]
ტოპონიმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში დაფიქსირებული ტოპონიმებია თეთროსანი, საქათმია,შუბალაური, კოკოტია, ობოდირი, კოჩალია, ბნელიღელე, ურიების სასაფლაო, სახტარი, გაძირულა, საქორია, მუქიბისეული, სათიკნეა, აბანოღელე, თაგვეთი, გორდელაძნების ოჯახი, ბოხვაური, ყადეს ეზო, ჯეფირი, ქარმანაული, წყალთაშვა, გენერლის საფლავი (1877--1878 წლების ომში დაღუპულ მეომართა სასაფლაო), ნაურვალი, ურიის ღელე, მაჭახლები, აშორეს ღელე, ნამპედლები.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3483 კაცი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 4187[4][5] |
2014 | 3483[1] |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 521.
- იოსელიანი ა., ნარკვევები კოლხეთის ისტორიიდან, თბ.: მეცნიერება, 1973.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ბურჭულაძე ზ. ურბოეკოლოგია გვ. 83 — 2016 წ.
- ↑ ბარაძე დ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987. — გვ. 19.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-05.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
|