შინაარსზე გადასვლა

წიაღუბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
წიაღუბანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი ოფეთი
კოორდინატები 42°03′03″ ჩ. გ. 42°24′36″ ა. გ. / 42.05083° ჩ. გ. 42.41000° ა. გ. / 42.05083; 42.41000
ცენტრის სიმაღლე 260
მოსახლეობა 150[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
წიაღუბანი — საქართველო
წიაღუბანი
წიაღუბანი — იმერეთის მხარე
წიაღუბანი
წიაღუბანი — სამტრედიის მუნიციპალიტეტი
წიაღუბანი

წიაღუბანისოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ოფეთის თემში. მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 260 მეტრი, სამტრედიიდან 23 კმ, საჯავახოდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 19 კმ.

ისტორიულად შედიოდა საჯავახოს მხარეში. სოფელში იდგა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია.[2] შედიოდა ოზურგეთის მაზრაში, 1920 წელს შედიოდა ზემო ხეთის თემში.[3] საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა გომის მებოსტნეობის და მერძევეობის მეურნეობა. სოფელში დაიბადა სარდიონ თევზაძე.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 150 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[4] 192
1911[5] 292
2002[6] 290 144 146
2014[1] 150 69 81
  • დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 177-180
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 219 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  3. გურიის ერობის მოამბე N1 გვ. 7 — 1 იანვარი 1920
  4. Кавказский календарь на 1910 год
  5. Кавказский календарь на 1912 год
  6. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II