ჟიული შარტავას მუზეუმი
სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმი — მუზეუმი საქართველოში, სენაკის მუნიციპალიტეტში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წლის 27 ნეომბერს საქართველოს ეროვნული გმირის, გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის ჟიული შარტავას დაბადების მე-60 წლისთავზე გაიხსნა მისივე სახელობის მუზეუმი. მუზეუმში გამოფენილია ჟიული შარტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და მემორიალური მასალები. მუზეუმი ეწევა ჟიული შარტავასა და სენაკის მუნიციპალიტეტიდან აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულ მეომართა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფართო პროპაგანდას. მუზეუმის ფონდი ამჟამად შეადგენს 137 ექსპონატს. ექსპონატთა უმრავლესობა შემოწირულია ჟ. შარტავას ფონდის, მისი ოჯახის, აგრეთვე, ცალკეული პირების მიერ.
მუზეუმს 2005 წლის 16 სექტემბერს ამერიკულმა კომპანია „ისტ-ვინდი“-ს წარმომამგენელმა ბატონმა გურამ დოლბაიამ საჩუქრად გადასცა ტანკერ „ჟიული შარტავას“ მაკეტი. ჟ. შარტავას მშობლებმა 2006 წლის 16 სექტემბერს მუზეუმს საჩუქრად გადასცეს ჟ. შარტავას მიერ 1956 წელს მეცხრე კლასში სწავლების პერიოდში თაბაშირში შესრულებული დიდი მგოსნის აკაკი წერეთლის ბიუსტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟიული შარტავას მუზეუმი georgianmuseums.ge-ზე
|