ნაოჩი
იერსახე
ნაოჩი — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (ტამიშის თემი), სამურზაყანოს დაბლობზე. ზღვის დონიდან 5 მ, ოჩამჩირიდან 15 კმ, ტამიშიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 1 კმ.[1] სახელწოდება ქართულია, მეგრულად ნაყანევს ნიშნავს (მეგრ. „ოჩე“ – „ვრცელი ყანა“). 1930 წელს შედიოდა ტამიშის თემში, მანამდე არ ფიქსირდება.[2] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 203.
- ↑ ბ. ხორავა, პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 127.
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2011-05-08.