შინაარსზე გადასვლა

მამია II დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მამია.

მამია II დადიანი (გ. 1414) — ოდიშის ერისთავი 1396-1414, ვამეყ I დადიანის ძე. აქტიურად ეხმარებოდა საქართველოს მეფეს გიორგი VII-ს საქართველოს სამეფოს ერთიანობის განმტკიცებაში, რისთვისაც ამ უკანასკნელისაგან მიიღო ცხუმის საერისთავო. 1414 ილაშქრა აფხაზეთის ერისთავის წინააღმდეგ და ბრძოლაში დაიღუპა.