შინაარსზე გადასვლა

დაშბაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დაშბაში

წმინდა გიორგის გუმბათიანი ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
თემი დაშბაში
კოორდინატები 41°35′06″ ჩ. გ. 44°07′28″ ა. გ. / 41.58500° ჩ. გ. 44.12444° ა. გ. / 41.58500; 44.12444
ცენტრის სიმაღლე 1500
მოსახლეობა 295[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 93,5 %
ბერძნები 3 %
ქართველები 1,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დაშბაში — საქართველო
დაშბაში
დაშბაში — ქვემო ქართლი
დაშბაში
დაშბაში — წალკის მუნიციპალიტეტი
დაშბაში
დაშბაშის ჩანჩქერი

დაშბაში, ტაშბაში — სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული დაშბაში).[2])

მდებარეობს ჭოჭიანის პლატოზე, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, წალკიდან 2,5 კმ დაშორებით. სოფლის მოსახლეობა — 295 მცხოვრები (2014).

სოფლის ისტორიული სახელია ახალქალაქი. სოფლის სახელწოდება „ტაშბაში“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Ташбашъ“ სახით.

სოფელში არის ორი ეკლესია:

  • ერთი — წმ. გიორგისა, „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა. წარწერის მიხედვით, X-XI სს. მიჯნაზე თრიალეთის ერისთავთ-ერისთავის რატის დაკვეთით აუგიათ. ნაგებობა დაზიანებულია. გუმბათის ყელიდან მხოლოდ კარნიზის ფრაგმენტებია შემორჩენილი. შენობის დეკორატიულ სამკაულში გავრცელებულ სახეებთან ერთად გვხვდება ორიგინალური სკულპტურული კომპოზიციებიც.
  • მეორე ეკლესია თლილი ქვით ნაგები უგუმბათო ერთკამარიანი შენობაა. საპირე ქვებზე ასომთავრულით ამოკვეთილი ლაპიდარული ტექსტების ფრაგმენტებიდან ირკვევა, რომ ისიც რატი ერისთავთ-ერისთავის მმართველობის დროს აუგიათ. დაშბაშის ძველი ქართული სახელწოდებაა ახალქალაქი. აქ სხვადასხვა დროს თრიალეთის ერისმთავართა, საბარათიანოს მმართველთა და სპასალართა საჯდომი იყო.

დაშბაშის მიდამოებში არის ლავებში ღრმად ჩაჭრილი კანიონი, რომლის მარჯვენა ქარაფოვან გვერდში გამოქვაბულთა ჯგუფია. ეს გამოქვაბულები ძირითადად ადამიანის მიერ არის გამოკვეთილი, მაგრამ ზოგიერთ მათგანს აშკარად ემჩნევა, რომ ბუნებრივი სიღრუისგან გაჩნდა (არის ლავური ნაღვენთები). დაშბაშის კანიონი შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 295 ადამიანი, უმრავლესობა (94%) ეთნიკურად სომეხია.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 367 164 203
2014[1] 295 136 159
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • ლ. მელიქსეთ-ბეგი, მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938
  • ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთი საქართველო (V-X სს.), თბ., 1980, გვ., 243-248
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-11-10.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II