ასფაგური
იერსახე
ასფაგური | |
---|---|
იბერიის მეფე | |
მმართ. წლები: | 224-265 |
წინამორბედი: | მითრიდატე IV |
მემკვიდრე: | მირიან III |
გარდ. ადგილი: | ოსეთი |
შვილები: | აბეშურა |
დინასტია: | ფარნავაზიანები |
მამა: | მითრიდატე IV |
ასფაგური — იბერიის მეფე XXIII მეფე ფარნავაზიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, მირდატ მეფის ძე. ციხე-ქალაქ უჯარმის ამშენებელი. იყო სპარსეთის პირველი სასანიანი მეფის არდაშირ I-ის (226–241) თანამედროვე. სომეხთა მეფე ხოსროვ I-თან ერთად ებრძოდა სპარსელებს და დაამარცხა ისინი; მაგრამ მისი მეფობის ბოლოს სპარსელებმა დაიპყრეს სომხეთი და ქართლში შემოიჭრნენ. ასფაგური ოსეთში გადავიდა დამხმარე ლაშქრის მოსაყვანად, მაგრამ იქ გარდაიცვალა. ასფაგურ I-ს ჰყავდა ქალიშვილი აბეშურა რომელიც დაქორწინდა უფლისწულ მირიანზე რომელიც მომავლში ცნობილი გახდა როგორც მეფე მირიან III.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 241.
- ლომოური ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 662.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინამორბედი: მითრიდატე IV |
იბერიის მეფე 224–265 |
შემდეგი: მირიან III |
|