ფარნავაზიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფარნავაზიანები – პირველი ქართული სამეფო დინასტია, მართავდა იბერიის სამეფოს. დასაბამი მისცა ფარნავაზ I-მა.[1] დინასტიამ სახელწოდება მიიღო დამაარსებლის სახელის მიხედვით. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, ფარნავაზიანების წარმომადგენლები სამეფო ტახტს ფლობდნენ ახ. წ. VI საუკუნემდე, თუმცა, „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით, III საუკუნის მეორე ნახევარში ქართლის ტახტი დაიკავა ხოსროვიანთა დინასტიის წარმომადგენელმა, მირიან III-მ. შესაბამისად, ამ ნარატივის მიხედვით, ფარნავაზიანთა უკანასკნელი წარმომადგენელი იყო მეფე ასფაგური.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს ისტორია, ტ. 1, თბ., 2008 წ. გვ., 55
  2. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, განათლება, თბ., 1955