აბეშურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბეშურა
იბერიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 287
მმართ. დასასრული: 294
წინამორბედი: უცნობი?
მემკვიდრე: ნანა დედოფალი
მონარქი: მირიან III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობი?
გარდ. თარიღი: დაახლოებით 294 წელს
მეუღლე: მირიან III
დინასტია: ფარნავაზიანები
მამა: ასფაგური

აბეშურა (დაახლოებით გ. 294, მცხეთა) — ქართლის (იბერია) დედოფალი, ფარნავაზიანთა უკანასკნელი მეფის ასფაგურის ასული და ხოსროვიანთა პირველი მეფის მირიან III-ის მეუღლე დაახლოებით 287-294 წლებში.

მის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა „ქართლის ცხოვრების“ მეოთხე თავში ავტორი აღწერს ასფაგურის მეფობის ბოლო წლებს და გვირგვინის გადაცემის პროცესს. ცნობილია, რომ ასფაგურს არ ჰყავდა ძე, რაც სახელმწიფოებრიობის არსებას პრობლემას უქმინდა. სპარსთა შეტევების შედეგად, მეფე იმიერკავკასიაში გაემგზავრა, რათა ოსებსა და ჩრდილო კავკასიელებისგან დახმარება მიეღო ჯარის ფორმირებაში, თუმცა ოსეთშივე გარდაიცვალა. შექმნილმა გარემოებამ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია.

რათა სპარსელებს არ დაეპრყრათ ქართლი, დიდგვაროვნებმა სპარსეთის შაჰს შესთავაზეს ქართველთა მეფის-ასულის გათხოვება მის მიერ ტახტის შერჩეულ მემკვიდრეზე, რაც მოხდა კიდევაც. აბეშურა იქორწინა სპარს უფლისწულზე, შვიდი წლის მიჰრანზე, რომელიც შემდგომში მირიან III-ის სახელით არის ცნობილი.

ვიკიციტატა
„ მაშინ მოიყვანეს ასული ასფაგურ მეფისა სამშჳლდით, რომელსა ერქუა აბეშურა, და შერთო იგი სპარსთა მეფემან ძესა თჳსსა, რომელი მუნ თანა ჰყვა შჳდისა წლისა, ნაშობი მჴევლისა, რომელსა ერქუა სპარსულად მიჰრან, ხოლო ქართულად მირიან“

აბეშურა დედოფალი გარდაიცვალა მაშინ, როცა მეფე მირიანს თხუთმეტი წელის შეუსრულდა, რაც დაახლოებით 294 წელს მოხდა. ქართლის ცხოვრების ავტორი აღწერს ამ მოვლენას ფანავაზიანთა დინასტიის დასრულებით და ხოსროვიანებისთვის სამეფო ტახტის გადაცემით.

ვიკიციტატა
„ხოლო იქმნა რა მირიან თხუთმეტისა წლისა, მოუკუდა ცოლი, ასული ქართველთა მეფისა, და ამას ზედა დაესრულა ქართლს შინა მეფობა და დედოფლობა ფარნავაზიანთა მეფეთა. მაშინ შეწუხდეს ყოველნი ქართველნი სიკუდილსა ზედა დედოფლისა მათისასა, არამედ დაადგრეს ერთგულებასა ზედა მირიანისსა, რამეთუ არღარა ვინ იყო ყოვლად-ვე ნათესავი ფარნავაზიანთა, რომელი-ცა ღირს იყო მეფობასა ქართველთასა“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]