ენიო მორიკონე
ენიო მორიკონე | |
---|---|
მაესტრო | |
![]() ენიო მორიკონე კანის კინოფესტივალზე 2007 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 10 ნოემბერი, 1928 |
დაბ. ადგილი | რომი, იტალიის სამეფო[1] |
წარმოშობა | რომი, იტალია |
გარდ. თარიღი | 6 ივლისი, 2020 (91 წლის) |
გარდ. ადგილი | რომი, იტალია |
დასაფლავებულია | cimitero Laurentino |
ჟანრ(ებ)ი | კინო მუსიკა, კლასიკური მუსიკა, პოპ-მუსიკა, ჯაზი, ლაუნჯ მუსიკა |
საქმიანობა | კომპოზიტორი, დირიჟორი, მესაყვირე |
აქტიური | 1946–2020 |
ჯილდოები | გრემი (1988), ოსკარი (2007, 2016), ოქროს გლობუსი (1987, 2000, 2016), დავიდ დი დონატელო (1988, 1989, 1991, 1993, 1999, 2000, 2007, 2010, 2013) |
ხელმოწერა |
![]() |
საიტი | enniomorricone.it |
ენიო მორიკონე ვიკისაწყობში |
ენიო მორიკონე (იტალ. Ennio Morricone; დ. 10 ნოემბერი, 1928, რომი — გ. 6 ივლისი, 2020, რომი) — იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი. მხატვრული და ტელეფილმებისთვის მორიკონემ 500-ზე მეტი მუსიკა დაწერა.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1928 წელს, ცნობილი ჯაზშემსრულებლის ოჯახში, იტალიის დედაქალაქ რომში. მამამისი უკრავდა ტუბაზე. ენიო მორიკონემ დაამთავრა წმინდა სესილიას სახელობის კონსერვატორია.
1950-იანი წლებიდან მოყოლებული მორიკონე მიიჩნევა, ერთ-ერთ გავლენიან კომპოზიტორად. მუსიკას ძირითადად ვესტერნის ჟანრის ფილმებისთვის წერდა. თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიცაა სერჟიო ლეონე, ბერნარდო ბერტოლუჩი, პიერ პაოლო პაზოლინი და სხვები.
1962 წლიდან ენიო მორიკონე მუშაობას იწყებს ხმის ჩამწერ სტუდიაში, სადაც არანჟირებას უკეთებს მრავალ სიმღერას. 2007 წელს ენიო მორიკონეს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის ოსკარის პრემია მიენიჭა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- ენიო მორიკონე — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ენიო მორიკონეს ოფიციალური myspace გვერდი
- მოყვარულთა გვერდი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #119011328 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.