Pop (ალბომი)
Pop | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 3 მარტი, 1997 | |||
ჩაიწერა | 1995–1996 | |||
სტუდია |
| |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 60:09 | |||
ლეიბლი | Island | |||
პროდიუსერი | Flood, ჰაუი ბი, სტივ ოსბორნი | |||
U2 — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Pop | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
რობერტ კრისტგოუ | [2] |
Entertainment Weekly | (B) |
Jam! Showbiz | [3] |
Los Angeles Times | [4] |
New Zealand Herald | [5] |
NME | (8/10)[6] |
Orlando Sentinel | [7] |
Rolling Stone | |
Spin | (9/10)[8] |
Pop — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს ექსპერიმენტული სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1997 წლის 3 მარტს. იგი აღსანიშნავია 1990-იანი წლების მუსიკალური ტენდენციების ელემენტების (ძირითადიელექტრონული) და როკ-მუსიკის შერწყმით. ალბომი 32 ქვეყნის ჩარტებში #1 ადგილზე მოხვდა, მათ შორის ბრიტანეთსა და აშშ-ში. კრიტიკოსები განხილვებში სხვადასხვა აზრის იყვნენ მის თაობაზე, მაგრამ ყველამ ერთხმად ჩათვალა, რომ ეს იყო კოლექტივის ყველაზე ექსპერიმენტული ალბომი.
ჩაწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ალბომისთვის ჯგუფმა გადაწყვიტა ელექტრონული მუსიკის ელემენტების გამოყენება, ისევე როგორც ეს იყო ალბომებზე Achtung Baby და Zooropa, მაგრამ უფრო დიდი რაოდენობით. გიტარისტმა ეჯმა დაახასიათა იგი, როგორც U2-სგან ყველაზე შორს მყოფი ალბომი. განწყობა ამ ალბომზე უფრო ბნელი და ექსპერიმენტულია, თუმცა, თავად ალბომის სახელწოდება კარგად მოწმობს მასში შეტანილი სიმღერების ჟანრზე.
დისკზე მუშაობა დაიწყო 1996 წლის დასაწყისში. თავდაპირველად თავი იჩინეს პრობლემებმა. წინ საკონცერტო ტურნეც იყო, რომლისთვისაც ოთხეული პარალელურად ემზადებოდა. ალბომის გამოსვლის პირველი თარიღი იყო 1996 წლის ნოემბერი, მაგრამ მისი გამოცემა გადაიდო 1997 წლისათვის. ცნობილია, რომ ბოლო დღეს, როდესაც ალბომი უნდა გაეგზავნათ ბეჭდვაში, კვლავ იწერებოდა ვოკალი სიმღერისათვის Last Night on Earth.
საკონცერტო ტურნეს PopMart შემდეგ ჯგუფმა გამოხატა უკმაყოფილება საბოლოო შედეგით. კრებულის The Best of 1990–2000 და სხვადასხვა რემიქსის გამოცემის შორის არსებულ შუალედში შეიქმნა სიმღერების Discothèque, If God Will Send His Angels, Staring at the Sun, Last Night on Earth, Gone, და Please ახალი არანჟირებები.
Pop-ში აგრეთვე არის ჯგუფის ყველაზე პოლიტიზირებული ტექსტები. ასეთია Please და Wake Up Dead Man. ბონოს თქმით, ალბომი იწყება წვეულებით და მთავრდება სამგლოვიარო სვლით.
ალბომზე All That You Can't Leave Behind (2000) მუშაობისას ოთხეული დაუბრუნდა ჩვეულ სტილს. ტურნეზე Elevation Tour, მიუხედავად ამისა, მაინც სრულდებოდა Discothèque, Gone, Please, Staring at the Sun და Wake Up Dead Man. ტურნეზე Vertigo Tour ეს სიმღერები უფრო იშვიათად სრულდებოდა. Discothèque შესრულდა მხოლოდ ორჯერ (ტურის მესამე ეტაპზე). სიმღერის Bullet the Blue Sky შესრულებისას ბონო ხშირად ამატებდა Please-ის ტექსტს.
2005 წელს ჟურნალმა Q სიმღერა Miami შეიტანა დიდი მუსიკოსების 10 ყველაზე ცუდი სიმღერის სიაში.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა სიმღერის ავტორი — U2, ლირიკა - ბონო, ეჯი.
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Discothèque“ | 5:19 |
2. | „Do You Feel Loved“ | 5:07 |
3. | „Mofo“ | 5:46 |
4. | „If God Will Send His Angels“ | 5:22 |
5. | „Staring at the Sun“ | 4:36 |
6. | „Last Night on Earth“ | 4:45 |
7. | „Gone“ | 4:26 |
8. | „Miami“ | 4:52 |
9. | „The Playboy Mansion“ | 4:40 |
10. | „If You Wear That Velvet Dress“ | 5:14 |
11. | „Please“ | 5:10 |
12. | „Wake Up Dead Man“ | 4:52 |
საერთო ხანგრძლივობა: | 60:09 |
ალბომის იაპონურ გამოცემაში შეტანილია Holy Joe (Guilty მიქსი), სინგლის Discothèque B-მხარე. მალაიზიურ გამოცემაში შეტანილია სიმღერის Wake Up Dead Man სხვა ვერსია, საიდანაც ამოღებულია ფრაზა fucked (up).
სინგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Discothèque, Staring at the Sun, Last Night on Earth, Please, If God Will Send His Angels, და Mofo გამოვიდა ინდივიდუალური სინგლების სახით (ეს იყო ჯგუფის ალბომიდან გამოშვებული ყველაზე დიდი რაოდენობის სინგლების პრეცედენტი).
პირველი სინგლი, Discothèque წარმატებით სარგებლობდა აშშ და ბრიტანეთში. გადაღებული იქნა ვიდეოკლიპიც, რომელშიც ჯგუფის წევრები ჩაცმულები არიან სხვადასხვა კოსტიუმებში (უფრო მეტად ჯგუფის Village People მსგავსად).
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბონო – ვოკალი, გიტარა
- The Edge – გიტარა, კლავიშები, ვოკალი
- ადამ კლეიტონი – ბას გიტარა
- ლარი მალენი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, პროგრამირება
- Flood – პროდიუსერი, კლავიშები
- სტივ ოსბორნი – პროდიუსერი, კლავიშები
- ბენ ჰილიერი - პროგრამირება
- ჰაუი ბი - კლავიშები
ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოველკვირეული ჩარტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩარტი (1997) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრალიის ალბომები (ARIA)[9] | 1 |
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[10] | 1 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[11] | 1 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[12] | 1 |
კანადის ალბომები (ბილბორდი)[13] | 1 |
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[14] | 1 |
ევროპის ალბომები[15] | 1 |
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[16] | 1 |
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[17] | 1 |
გერმანიის ალბომები (Media Control)[18] | 1 |
იტალიის ალბომები[19] | 1 |
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[20] | 1 |
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[21] | 1 |
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[22] | 1 |
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[23] | 1 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[24] | 1 |
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[25] | 1 |
სერტიფიცირებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
არგენტინა (CAPIF)[26] | პლატინა | 60 000x |
ავსტრალია (ARIA)[27] | პლატინა | 70 000^ |
ავსტრია (IFPI Austria)[28] | პლატინა | 50 000x |
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[29] | ოქრო | 100 000* |
ბელგია (BEA)[30] | პლატინა | 50 000* |
კანადა (Music Canada)[31] | 3× პლატინა | 300 000^ |
ფინეთი (Musiikkituottajat)[32] | ოქრო | 32,952[32] |
საფრანგეთი (SNEP)[33] | პლატინა | 300 000* |
გერმანია (BVMI)[34] | ოქრო | 250 000^ |
იტალია (FIMI)[35] | 3× პლატინა | 300 000* |
ნორვეგია (IFPI Norway)[36] | პლატინა | 50 000* |
პოლონეთი (ZPAV)[37] | ოქრო | 50 000* |
შვედეთი (GLF)[38] | ოქრო | 40 000^ |
შვეიცარია (IFPI Switzerland)[39] | პლატინა | 50 000x |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[40] | პლატინა | 300 000^ |
აშშ (RIAA)[41] | პლატინა | 1 000 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ერლეუაინი, სტივენ თომას. Pop Review. Allmusic. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი 2009.
- ↑ კრისტგოუ, რობერტ. U2: Consumer Guide Reviews. robertchristgau.com. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი 2009.
- ↑ Sakamoto, ჯონ. (21 თებერვალი 1997) U2 Pop out un-rock-like album. Jam! Showbiz. CANOE. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი 2010.
- ↑ Hilburn, რობერტ (2 მარტი 1997). „Snap, Crackle, 'Pop'“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი 2010.
- ↑ Baillie, Russell (28 თებერვალი 1997). „Album review: Pop“. New Zealand Herald. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი 2010.
- ↑ „Pop: Kitsch of Distinction“. NME. 1 მარტი 1997.
- ↑ Gettelman, Parry (7 მარტი 1997). „David Bowie, U2“. Orlando Sentinel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-28. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი 2010.
- ↑ Hunter, James (1997-04). „Spins – Platter du Jour: U2 – Pop“. Spin. 1 (13). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ "U2 – Pop". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 6 ივნისი 2014.
- ↑ "U2 - Pop" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 6 ივნისი 2014.
- ↑ "U2 – Pop" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 6 ივნისი 2014.
- ↑ "U2 – Pop" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 6 ივნისი 2014.
- ↑ „U2 ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Canadian Albums)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 6 ივნისი 2014.
- ↑ „Dutchcharts.nl – U2 – Pop“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 6 ივნისი 2014.
- ↑ Hits of the World – Eurochart. Billboard. Nielsen Business Media, Inc. (22 მარტი 1997). ციტირების თარიღი: 10 ივლისი 2012.
- ↑ "U2: Pop" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 6 ივნისი 2014.
- ↑ "U2 – Pop". Lescharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 6 ივნისი 2014.
- ↑ "U2 - Pop". Charts.de. Media Control. წაკითხვის თარიღი 6 ივნისი 2014.
- ↑ Hits of the World – Italy. Billboard. Nielsen Business Media, Inc. (22 მარტი 1997). ციტირების თარიღი: 10 ივლისი 2012.
- ↑ "U2 – Pop". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 6 ივნისი 2014.
- ↑ "U2 – Pop". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 6 ივნისი 2014.
- ↑ "U2 – Pop". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 6 ივნისი 2014.
- ↑ "U2 – Pop". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 6 ივნისი 2014.
- ↑ "1997-03-15 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 6 ივნისი 2014.
- ↑ „U2 ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 6 ივნისი 2014.
- ↑ Discos de Oro y Platino – U2 Spanish. Cámara Argentina de Productores de Fonogramas y Videogramas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2011.
- ↑ ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 1997 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Austrian album certifications – U2 – Pop გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ U2 ველში Interpret. შეიყვანეთ Pop ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
- ↑ Brazilian album certifications – U2 – Pop პორტუგალიურად. ბრაზილიის მუსიკალური პროდიუსერების ასოციაცია.
- ↑ Ultratop − ოქრო და პლატინა – 1997. Ultratop & Hung Medien / hitparade.ch.
- ↑ Canadian album certifications – U2 – Pop. Music Canada.
- ↑ 32.0 32.1 Finnish album certifications – U2 – Pop ფინურად. Musiikkituottajat – IFPI Finland.
- ↑ French album certifications – U2 – Pop ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
- ↑ ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (U2; 'Pop') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ U2: terzo disco di platino per Pop Italian. Adnkronos (19 მარტი 1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-03. ციტირების თარიღი: 10 ივლისი 2012.
- ↑ Norwegian album certifications – U2 – Pop ნორვეგიულად. IFPI ნორვეგია.
- ↑ Polish album certifications – U2 – Pop პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV).
- ↑ ოქროს და პლატინის სერტიფიცირება - 1987−1998 შვედურად (PDF). IFPI შვედეთი.
- ↑ ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (U2; 'Pop'). Hung Medien.
- ↑ British album certifications – U2 – Pop. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Pop ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – U2 – Pop. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH