The Joshua Tree

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Joshua Tree
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 9 მარტი, 1987 (1987-03-09)
ჩაიწერა იანვარი 1986 – იანვარი 1987, ირლანდია
სტუდია
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 50:11
ლეიბლი Island
პროდიუსერი დენიელ ლანუა, ბრაიან ინო
U2 — ქრონოლოგია
Wide Awake in America
(1985)
The Joshua Tree
(1987)
Rattle and Hum
(1988)
სინგლები ალბომიდან The Joshua Tree
  1. „With or Without You“
    გამოცემის თარიღი: მარტი 1987
  2. „I Still Haven't Found What I'm Looking For“
    გამოცემის თარიღი: მაისი 1987
  3. „Where the Streets Have No Name“
    გამოცემის თარიღი: აგვისტო 1987
  4. „In God's Country“
    გამოცემის თარიღი: ნოემბერი 1987(მხოლოდ ჩრდილოეთი ამერიკა)
  5. „One Tree Hill“
    გამოცემის თარიღი: მარტი 1988 (მხოლოდ ავსტრალია და ახალი ზელანდია)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic5/5 stars
The Austin Chronicle3.5/5 stars[1]
Chicago Sun-Times4/4 stars[2]
რობერტ კრისტგოუB[3]
Houston Chronicle3.5/5 stars
The New Zealand Herald5/5 stars
NME8/10 (2007)[4]
Orlando Sentinel5/5 stars
Q5/5 stars
Rolling Stone5/5 stars (2007)[5]

The Joshua Treeირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს მეხუთე სტუდიური ალბომი. მისი პროდიუსერები არიან ბრაიან ინო და დენიელ ლანუა. ალბომი გამოიცა 1987 წლის 9 მარტს, ლეიბლზე Island Records. The Unforgettable Fire-ის ემბიენტურ ექსპერიმენტებთან შედარებით, ამ ალბომზე ჯგუფმა უფრო მტკიცე მიმართულება აიღო და სიმღერების შეზღუდულ სტრუქტურებს იყენებდა. ალბომზე გავლენა იქონია ამერიკულმა მუსიკამ და ირლანდიურმა ხალხურმა მელოდიებმა. მასში ასახულია ჯგუფის ამერიკისადმი დადებითი და უარყოფითი გრძნობები, სადაც სოციალური და პოლიტიკური თემატიკის ტექსტები სულიერს ერწყმის.

ამერიკული ტურნეთი, ლიტერატურითა და პოლიტიკით შთაგონებით, U2-მ ამერიკა აქცია ჩანაწერის მთავარ თემად. ჩაწერა 1986 წლის იანვარში, ირლანდიაში დაიწყო. უფრო მშვიდი და შემოქმედებითი ატმოსფერის ჩამოსაყალიბებლად ჯგუფი ორ სახლში განლაგდა და ორ დამატებით პროფესიონალურ სტუდიაში. სესიების მსვლელობისას რამდენიმე მოვლენამ იქონია გავლენა ალბომის იდეებზე, მათ შორის ჯგუფის მონაწილეობამ ტურნეში A Conspiracy of Hope, როუდ-მენეჯერ გრეგ კეროლის გარდაცვალებამ და ვოკალისტ ბონოს მოგზაურობამ ცენტრალურ ამერიკაში. ჩანაწერი დასრულებული იქნა 1986 წლის ნოემბერში. დამატებითი სამუშაოები გაგრძელდა 1987 წლის იანვრამდე. სესიების მსვლელობისას U2-მ ჩანაწერს შესძინა ერთგვარი კინემატოგრაფიული განწყობა, რომელსაც მსმენელში უნდა გაეღვიძებინა წარმოდგენები ამერიკის გაშლილ სივრცეებზე. ამას ხაზი გაუსვა ალბომის გარეკანის გაფორმებამ, ფოტოსურათებმა, გადაღებულმა ამერიკის უდაბნოებში.

The Joshua Tree-მ კრიტიკოსთა აღიარები დაიმსახურა, მოხვდა 20-ზე მეტი ქვეყნის ჩარტების სათავეებში და გაყიდული იქნა რეკორდული რაოდენობით. Rolling Stone-ის თანახმად, მან ჯგუფის სტატუსი გმირებიდან სუპერვარსკვლავებამდე გაზარდა. მასში შეტანილია სიმღერები, ქცეული ჰიტებად - "With or Without You", "I Still Haven't Found What I'm Looking For" და "Where the Streets Have No Name". ალბომმა 1988 წელს მიიღო გრემი წლის ალბომისა და ვოკალის თანხლებით დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო როკ-შესრულებისთვის. ჯგუფმა ჩანაწერის მხარდასაჭერად 1987 წელს გამართა ტურნე Joshua Tree Tour. კრიტიკოსების მიერ შედგენილ როკ-მუსიკის უდიდესი ჩანაწერების სიებში მოხვედრილი The Joshua Tree არის ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი ალბომი. სულ მისი 25 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. 2007 წელს, ოცწლიანი იუბილეს აღსანიშნავად გამოვიდა მისი საიუბილეო გამოცემაც.

ალბომზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკის The Unforgettable Fire ჩაწერის შემდეგ კოლექტივი მთლიანად გადაეშვა ამერიკულ ბლუზში, ქანთრი მუსიკაში და გოსპელში. ამან თავისი გავლენა იქონია მომავალ ალბომზე. ბობ დილანის, ვენ მორისონისა და კით რიჩარდსის შემოქმედების გავლენით ჯგუფი დაუბრუნდა როკ-მუსიკის დესვებს, ხოლო ბონომ აქცენტი გააკეთა ტექსტებზე.

1986 წელს, დისკის ჩაწერის პერიოდში ჯგუფი გამოვიდა საქველმოქმედო ტურის A Conspiracy of Hope ფარგლებში, რომელიც ორგანიზაციის საერთაშორისო ამნისტია მიერ იყო მოწყობილი . სალ სალვადორისა და ნიკარაგუას მონახულების შემდეგ იქაური კონფლიქტების შესახებ დაიწერა სიმღერები „Bullet the Blue Sky“ და „Mothers of the Disappeared“.

ამერიკისადმი სიმპატიების პარალელურად, ჯგუფი უკმაყოფილებას გამოხატავდა რონალდ რეიგანის პოლიტიკით. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ შემდეგი სტუდიური დისკის გავლენად იქცა უფრო ქვეყნის გეოგრაფიული ნაწილი, ვიდრე მოსახლეობა. მუსიკალურად აქ ყველაზე მეტი გავლენა ბლუზის მხრიდან იქცევა.

დისკის პირველი სინგლი იყო „With or Without You“, რომელიც U2-ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნომერია.

ალბომის გარეკანზე გამოყენილი ფოტოსურათები გადაღებული ანტონ კორბეინის მიერ.

რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Joshua Tree გამოსვლისთანავე აღიქვეს, როგორც ამერიკისადმი მიძღვნა. იგი მოექცა ბრიტანული და ამერიკული ჩარტების სათავეში. მას ხშირად უწოდებენ საუკეთესო როკ-ალბომს მუსიკის ისტორიაში. საკონცერტო ტურნეს ფარგლებში ჩატარებულ ყველა შოუზე დასასწრები ბილეთი იქნა გაყიდული და იგი იმ დროისათვის იქცა ყველაზე მასშტაბურ ტურნედ.

კომერციული წარმატება და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Joshua Tree-მ ჯგუფს მოუტანა ორი გრემი - წლის ალბომისთვის და როკ-შესრულებისათვის ჯგუფისა თუ დუეტის სახით. 1989 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნი იგი დაასახელა #3 ადგილის მფლობელად 80-იანების 100 საუკეთესო ალბომის სიაში.

დისკი გაიყიდა 11 მილიონი ასლის სახით მხოლოდ აშშ-ში.

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომიდან ყველაში ქვეყანაში სინგლების სახით გამოვიდა With or Without You, I Still Haven't Found What I'm Looking For და Where the Streets Have No Name. დამატებითი სინგლების სახით, აშშ-შჳ გამოიცა In God's Country, ხოლო ახალ ზელანდიაში - One Tree Hill. Red Hill Mining Town ასევე გამოიცა სინგლის სახით ჯგუფის საკონცერტო ტურნეს დროს, მაგრამ ტურნეზე არ შესრულებულა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა ტექსტის ავტორი — ბონო; მუსიკა — U2.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Where the Streets Have No Name“5:38
2.„I Still Haven't Found What I'm Looking For“4:38
3.„With or Without You“4:56
4.„Bullet the Blue Sky“4:32
5.„Running to Stand Still“4:18
6.„Red Hill Mining Town“4:54
7.„In God's Country“2:57
8.„Trip Through Your Wires“3:33
9.„One Tree Hill“5:23
10.„Exit“4:13
11.„Mothers of the Disappeared“5:12
საერთო ხანგრძლივობა:50:11

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

U2[6][nb 2]

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[23] პლატინა 60 000x
ავსტრალია (ARIA)[24] 5× პლატინა 350 000^
ავსტრია (IFPI Austria)[25] 3× ოქრო 75 000x
კანადა (Music Canada)[26] ალმასი 1 000 000^
ფინეთი (Musiikkituottajat)[27] ოქრო 27,965[27]
საფრანგეთი (SNEP)[28] 2× პლატინა 600 000*
გერმანია (BVMI)[29] 2× პლატინა 1 000 000^
იტალია (FIMI)[24] 9× პლატინა 900 000*
ახალი ზელანდია (RMNZ)[30] 14× პლატინა 210 000^
გაერთიანებული სამეფო (BPI)[32] 8× პლატინა 2,800,000[31]
აშშ (RIAA)[33] ალმასი 10 000 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

*ოცწლიანი იუბილეს აღსანიშნავმა გამოცემამ ბრიტანეთში მიიღო ვერცხლის დამატებითი სტატუსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. STS Studios, Danesmoate House და მელბიჩი არ არის მითითებული ალბომის ანოტაციებში. ისინი აღნიშნულია ჯგუფის წევრების და პროდიუსერების მოგონებებში.
  2. ჯგუფის წევრების საკრავები ალბომის ანოტაციებში მითითებული არ არის, გარდა The Edge-ის ბეკ-ვოკალის და ბონოს ჰარმონიკისა. საკრავები სინამდვილეში ნახსენებია ჯგუფის მოგონებებში ალბომის ჩაწერის შესახებ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Beets, გრეგ (2001-03-30). „Record Reviews – The U2 Catalog: The Joshua Tree“. The Austin Chronicle. ციტირების თარიღი: 2011-02-07.
  2. McLeese, Don (1987-03-08). „'Joshua Tree' Marks Year of U2“. Chicago Sun-Times. p. 2.
  3. კრისტგოუ, რობერტ. U2 - Consumer Guide Reviews. robertchristgau.com. ციტირების თარიღი: 2009-10-13.
  4. მარტინი, დენ (2007-12-01). „U2 - The Joshua Tree: Remastered“. NME. ციტირების თარიღი: 2010-04-20.
  5. Sheffield, Rob. (2007-11-29) The Joshua Tree (Twentieth Anniversary Edition): U2. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-30. ციტირების თარიღი: 2010-10-15.
  6. The Joshua Tree (Vinyl). U2. Island Records. 1987.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  7. 7.0 7.1 Kent (1993), pp. 317, 439
  8. 8.0 8.1 8.2 U2 – The Joshua Tree. GfK Dutch Charts. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი 2010.
  9. „RPM100 Albums“. RPM. 46 (1). 11 აპრილი 1987. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი 2009.
  10. van Slooten (2002), p. 438
  11. Tous les "Chart Runs" des Albums classés despuis 1985 French. InfoDisc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2008. ციტირების თარიღი: 20 მაისი 2010. Note: U2 must be searched manually
  12. TOP 100 ALBUM-CHARTS: 11.05.1987 - 17.05.1987. Offizielle Deutsche Charts. GfK Entertainment Charts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28.07.2010. ციტირების თარიღი: 20 მარტი 2017.
  13. Salaverri, Fernando (სექტემბერი 2005). Sólo éxitos: año a año, 1959–2002, პირველი, Spain: Fundación Autor-SGAE. ISBN 84-8048-639-2. 
  14. Official Albums Chart Top 100: 15 მარტი 1987 - 21 მარტი 1987. ოფიციალური ჩარტების კომპანია. ციტირების თარიღი: 20 მარტი 2017.
  15. U2 – Chart history: Billboard 200. Billboard.com. Hollywood Reporter-Billboard Media Group. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი 2013.
  16. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 16 ივნისი 2017.
  17. "U2 – The Joshua Tree". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 21 ივნისი 2017.
  18. JAHRESHITPARADE 1987 გერმანული. austriancharts.at. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი 2011.
  19. TOP 100 ALBUM-JAHRESCHARTS – 1987. Offizielle Deutsche Charts. GfK Entertainment Charts. ციტირების თარიღი: 20 მარტი 2017.
  20. SCHWEIZER JAHRESHITPARADE 1987 გერმანული. hitparade.ch. Hung Medien. ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი 2014.
  21. 21.0 21.1 Chart Archive - 1980s Albums. everyHit.com. ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2016.
  22. „1987 The Year in Music & Video: Top Pop Albums“. Billboard. 99 (52): Y-20. 26 დეკემბერი 1987.
  23. Discos de oro y platino Spanish. Cámara Argentina de Productores de Fonogramas y Videogramas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 16 იანვარი 2013.
  24. 24.0 24.1 Charts: Certificazioni per paese Italian. U2Place.com. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი 2010.
  25. Austrian album certifications – U2 – Joshua Tree გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ U2 ველში Interpret. შეიყვანეთ Joshua Tree ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  26. Canadian album certifications – U2 – The Joshua Tree. Music Canada.
  27. 27.0 27.1 Finnish album certifications – U2 – Joshua Tree ფინურად. Musiikkituottajat – IFPI Finland.
  28. Les Certifications French. InfoDisc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 9 იანვარი 2013. Note: U2 must be searched manually.
  29. Gold-/Platin-Datenbank –Titel:The Joshua Tree გერმანული. Bundesverband Musikindustrie. ციტირების თარიღი: 20 მარტი 2017.
  30. New Zealand album certifications – U2 – The Joshua Tree. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია.
  31. ჯოუნსი, Alan (9 ივნისი 2017). „Official Charts Analysis: Ed Sheeran's ÷ back at No.1“. Music Week. Intent Media. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2017.
  32. British album certifications – U2 – The Joshua Tree. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ The Joshua Tree ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  33. American album certifications – U2 – The Joshua Tree. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH