October (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
October

სტუდიური ალბომი - U2
გამოცემის თარიღი 12 ოქტომბერი 1981 (1981-10-12)
ჩაიწერა
  • აპრილი 1981
  • ივლისი–აგვისტო 1981
სტუდია
ჟანრი
ხანგრძლივობა 41:05
ლეიბლი Island
პროდიუსერი სტივ ლილიუაიტი
U2 - ქრონოლოგია
Boy
(1980)
October
(1981)
War
(1983)
სინგლები ალბომიდან October
  1. „Fire“
    გამოვიდა: 27 ივლისი 1981
  2. „Gloria“
    გამოვიდა: 5 ოქტომბერი 1981

Octoberირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1981 წლის 12 ოქტომბერს, ლეიბლზე Island Records. შთაგონებული ჯგუფის წევრების, ბონოს, The Edge-ის და ლარი მალენის მონაწილეობით ქრისტიანულ გაერთიანებაში „Shalom Fellowship“, ალბომი შეიცავს ბევრ სულიერ და რელიგიურ თემას. მონაწილეობას ასეთ ჯგუფში მოჰყვა ის, რომ U2 განიხილავდა დაშლის შესაძლებლობას, ვინაიდან ქრისტიანული სარწმუნოების და როკ-ენ-როლური ცხოვრების სტილს შორის განსხვავებები იყო.[1]

1981 წლის თებერვალში, ტურნეს Boy დასრულების შემდეგ, ჯგუფმა დაიწყო October-ზე მუშაობა და სტუდიაში 1981 წლის ივლისში შევიდა. ისევე, როგორც Boy-ს შემთხვევაში, ჩაწერა მიმდინარეობდა Windmill Lane Studios-ში, სტივ ლილიუაიტის თანაშემწეობით. სესიები გართულდა, როდესაც ბონომ დაკარგა ჩემოდანი მომავალი სიმღერების ტექსტებით, რის გამოც, დისკზე მუშაობის სასწრაფოდ დასრულების მიზნით, ახალი ტექსტები სწრაფად დაიწერა.

October-ის გამოსვლას 1981 წლის ივლისში წინ უსწრებდა სინგლი „Fire“, ხოლო მეორეს, „Gloria“-ს გამოჩენა დაემთხვა ალბომის გამოსვლას. October-მა არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო, ისევე, როგორც შეზღუდული რადიო-ეთერი. 2008 წელს გამოვიდა მისი რემასტერი, დამატებითი დისკით.

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წლის თებერვალში, ტურნეს Boy დროს U2-მ დაიწყო ახალ მასალაზე მუშაობა. იმ დროისთვის ბაჰამებზე, ტურნესგან შესვენების დროს უკვე ჩაიწერა „Fire“. October-ის ნაწილი დაიწერა მინეაპოლისის „First Avenue“-ში ხანგრძლივი რეპეტიციისას.[2] მარტში, წარმატებული ამერიკული ტურნეს დროს, ბონოს ჩემოდანი დროებითი ტექსტებით და იდეებით დაიკარგა პორტლენდში (ორეგონი) გამოსვლისას.[3][4] ახალ სიმღერებზე სამუშაოდ შეზღუდული დრო ჰქონდათ და ივლისში, Windmill Lane Studios-ში სესიების დაწყებისას მუსიკოსები მოუმზადებლები იყვნენ[5], რის გამოც ბონომ ტექსტები სწრაფად დაწერა.[3] სტივ ლილიუაიტი, სადებიუტო Boy-ს პროდიუსერი, ამბობდა, რომ სესიები იყო „სრულიად ქაოსური და შეშლილი.“[6]

ბონო ამბობდა: „მახსოვს, თუ რა სირთულით ჩაიწერა. მახსოვდა, როგორ ვწერდი ტექსტებს პირდაპირ მიკროფონთან. სტუდიაში სამუშაოდ კი საათში 50 გირვანქა სტერლინგს ვიხდიდით, რაც ასევე ართულებდა. ლილიუაიტი სტუდიაში დაქროდა...შესანიშნავად გაუმკლავდა. ირონიულია, რომ ალბომი მშვიდია, მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულ პერიოდში იწერებოდა. თავდაპირველად იგი ბევრს არ მოეწონა, მაშინ ამ მოვლენის ასახსნელად ვიყენებდი სიტყვას „გახარება“, ვინაიდან ვიცოდი, რომ ბევრი ალბომს შეგნებულად ეწინააღმდეგებოდა. ძლიერი სიტყვაა, სასიამოვნო წარმოსათქმელია. უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე „მოდი და იცეკვე, გოგონა“. ვფიქრობ, October ისეთ მუსიკალურ სფეროებს ეხება, რომელსაც ბევრი როკ-ჯგუფი ერიდება. როდესაც ალბომს ვუსმენ, მაგალითად, „Tomorrow“-ს, ჩემზე მოქმედებს.“[7] ჩემოდანი საბოლოოდ იპოვეს 2004 წლის ოქტომბერში და ბონომ აღნიშნა, რომ ეს „მოწყალების ნიშანი“ იყო.[8] Boy-ს დროს ლილიუაიტი ლარი მალენის საკრავებს იწერდა Windmill Lane-ის მისაღების დერეფანში, თუმცა ამჯერად ისინი სტუდიაში გადაიტანეს, რაც, სტივის აზრით, იყო „ერთ-ერთი, რამაც არ იქონია შედეგი“.[9]

კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შთაგონებებს შორის ძირითადად არის Joy Division და Invisible Girls. შესანიშნავი მაგალითი იმის, თუ როგორ წერ სიმღერას და არ იცი, რის შესახებ წერ. სიმღერა „Tomorrow“ დეტალურად იხსენებს დედაჩემის დასაფლავებას. მაგრამ მისი წერისას ამაზე არ მიფიქრია.
— ბონო[10]

ალბომში ყურადღება გამახვილებულია რელიგიასა და სულიერებაზე, განსაკუთრებით სიმღერებში „Gloria“ (რომელშიც ლათინურად ჟღერს „Gloria, in te domine“ ), „With a Shout (Jerusalem)“ და „Tomorrow“. ალბომზე საუბრისას 2005 წელს ბონომ განაცხადა: „წარმოიდგენთ, რომ მეორე ალბომი - რთულად შესაქმნელი - ღმერთის შესახებ არის?“[11].

სიმღერებში ძირითადად გამოიყენება რიფებზე დაფუძნებული სტილისტიკა, რისი მაგალითიც არის „Gloria“ და „Rejoice“, მაგრამ ჯგუფის მუსიკალური პალიტრა სხვა მხრივაც გაფართოვდა. კერძოდ, The Edge იყენებს პიანინოს სიმღერებში „I Fall Down“, „Stranger In a Strange Land“, „Scarlet“ და „October“. „Tomorrow“, ბონოს დედის დატირება, შეიცავს ირლანდიურ სტვირს, რომელზეც უკრავს ვინი კილდაფი (მოგვიანებით – In Tua Nua-ს წევრი)[12]. „I Threw a Brick Through a Window“ იყო ჯგუფის ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რომელშიც გამოკვეთილად ჟღერდა ლარი მალენის დასარტყმელი საკრავები, ხოლო „Gloria“-ში ყურადღება გამახვილებულია ბასისტ ადამ კლეიტონის გიტარაზე - ზოგადად შესრულების სამი სტილით (სიმღერის დიდ ნაწილში გამოიყენება მედიატორი, The Edge-ის თითებიანი სოლო სლაიდზე და „slap & pop“ სტილის სოლო დასასრულისკენ).

„Is That All?“-ში გამოიყენება რიფი სიმღერიდან „Cry“, რომელიც საკონცერტო ვერსიებში ხსნიდა „The Electric Co.“-ს.

გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

October გამოვიდა 1981 წლის 12 ოქტომბერს.[13] ალბომის ორივე სინგლი, „Fire“ და „Gloria“, უფრო ადრე, 1981 წლის ივლისსა და ოქტომბერში გამოვიდა.

October-ის გამოცემის პერიოდში U2 უკვე განიხილავდა მუსიკალურ ვიდეოებს, როგორც შემოქმედების ნაწილს. რასაც დაემთხვა MTV-ს პოპულარობის ზრდა და მისი რადიოსთან კონკურენცია. ასეთ ფონზე ჯგუფისთვის მეიერტ ევისმა დუბლინში გადაიღო „Gloria“-ს ვიდეო.

2008 წელს გამოვიდა ალბომის რემასტერი, რომელშიც აგრეთვე შევიდა B-მხარეები და იშვიათი სიმღერები.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა ტექსტის ავტორი — ბონო; მუსიკა — U2.

მხარე 1
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. „Gloria“ 4:14
2. „I Fall Down“ 3:39
3. „I Threw a Brick Through a Window“ 4:54
4. „Rejoice“ 3:37
5. „Fire“ 3:51
მხარე 2
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. „Tomorrow“ 4:39
2. „October“ 2:21
3. „With a Shout (Jerusalem)“ 4:02
4. „Stranger in a Strange Land“ 3:56
5. „Scarlet“ 2:53
6. „Is That All?“ 2:59
საერთო ხანგრძლივობა: 41:05

2008 წლის რემასტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — U2.

# სახელწოდება ორიგინალური გამოცემა ხანგრძლივობა
1. „Gloria“ (ჩაწერილია Hammersmith-ში, ლონდონი) BBC, რადიო 1 (8 იანვარი, 1983) 4:43
2. „I Fall Down“ (ჩაწერილია Hammersmith-ში, ლონდონი) BBC, რადიო 1 (8 იანვარი, 1983) 3:02
3. „I Threw a Brick Through a Window“ (ჩაწერილია Hammersmith-ში, ლონდონი) BBC, რადიო 1 (8 იანვარი, 1983) 3:52
4. „Fire“ (ჩაწერილია Hammersmith-ში, ლონდონი) BBC, რადიო 1 (8 იანვარი, 1983) 3:32
5. „October“ (ჩაწერილია Hammersmith-ში, ლონდონი) BBC, რადიო 1 (8 იანვარი, 1983) 2:22
6. „With a Shout“ (BBC-ის სესიიდან) BBC, რადიო 1 (8 სექტემბერი, 1981) 3:34
7. „Scarlet“ (BBC-ის სესიიდან) BBC, რადიო 1 (8 სექტემბერი, 1981) 2:46
8. „I Threw a Brick Through a Window“ (BBC-ის სესიიდან) BBC, რადიო 1 (8 სექტემბერი, 1981) 4:18
9. „A Celebration“ A Celebration» - სინგლის ვერსია 2:57
10. „J. Swallo“ Fire» - სინგლის ვერსია 2:20
11. „Trash, Trampoline and the Party Girl“ A Celebration» - სინგლის ვერსია 2:36
12. „I Will Follow“ (თეატრი The Paradise, ბოსტონი) Gloria» - სინგლის ვერსია 3:44
13. „The Ocean“ (თეატრი The Paradise, ბოსტონი) Fire» - სინგლის ვერსია 2:15
14. „The Cry / The Electric Co.“ (თეატრი The Paradise, ბოსტონი) Fire» - სინგლის ვერსია 4:28
15. „11 O'Clock Tick Tock“ (თეატრი The Paradise, ბოსტონი) Fire» - სინგლის ვერსია 4:57
16. „I Will Follow“ (ჩაწერილია ჰეთემში) I Will Follow (საკონცერტო) - სინგლი 3:52
17. „Tomorrow“ (Common Ground რემიქსი) კრებული Common Ground 4:36
საერთო ხანგრძლივობა: 59:46

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Flanagan (1995), pp. 46–48
  2. Keller, Martin. (4 August 1999) Young Spuds in a Longhorn Daze. City Pages. Village Voice Media. წაკითხვის თარიღი: 16 November 2009.
  3. 3.0 3.1 McCormick (2006), pp. 113–120
  4. Rose, Joseph. (22 March 2016) How U2, a Portland bar and a missing briefcase altered music history (photos). OregonLive.com. Advance Internet. წაკითხვის თარიღი: 31 March 2016.
  5. McGee (2008) pp. 46–47
  6. Savage, Mark. (18 July 2008) U2's producer reveals studio secrets. BBC News. BBC. წაკითხვის თარიღი: 24 December 2016.
  7. U2 at the RDS. U2 Magazine, No. 2 (1 February 1982). წაკითხვის თარიღი: 5 November 2007.
  8. U2 lyrics returned after 23 years“, BBC News, 22 October 2004. წაკითხვის თარიღი: 20 May 2010. 
  9. Lillywhite, Steve (29 June 2005). "The U2 I Know". Hot Press 29 (12). https://www.hotpress.com/features/interviews/The-U2-Covers--No-33-The-U2-I-Know--By-Steve-Lillywhite/20387545.html. წაკითხვის თარიღი: 19 July 2017.
  10. Wenner, Jann (3 November 2005). "Bono on the Records". Rolling Stone: 60.
  11. News: Transcript: U2's Rock and Roll Hall of Fame Induction Speeches
  12. McGee (2008), p. 76
  13. October (1981). U2.com. Live Nation. წაკითხვის თარიღი: 10 August 2011.