Boy (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Boy

სტუდიური ალბომი - U2
გამოცემის თარიღი 20 ოქტომბერი, 1980
ჩაიწერა დუბლინი, მარტი-სექტემბერი, 1980
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 42:14
ლეიბლი Island
პროდიუსერი სტივ ლილიუაიტი
U2 – ქრონოლოგია

Boy
(1980)
ოქტომბერი
(1981)
აშშ გამოცემის ყდა
ალბომის ყდა, აშშ გამოცემა
ალბომის ყდა, აშშ გამოცემა
სინგლები ალბომიდან Boy
  1. „A Day Without Me“
    გამოვიდა: აგვისტო 1980
  2. „I Will Follow“
    გამოვიდა: ოქტომბერი 1980
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4/5 stars[1]
The Austin Chronicle 4/5 stars[2]
The Boston Globe (კეთილგანწყობილი)[3]
რობერტ კრისტგოუ C+[4]
Hot Press (11/12)[5]
Pitchfork Media (8.3/10)[6]
Rolling Stone 3.5/5 stars [7]

Boyირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1980 წელს.

ალბომზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის სადებიუტო ალბომის, რომლის პროდიუსერიც იყო სტივ ლილიუაიტი, სენსაციად იქცა. პოსტ პანკისა და ახალი ტალღის ზღვარზე მყოფი კოლექტივი მსმენელმა დადებითად მიიღო. დისკის გამოცემამდე გამოვიდა წარმატებული სინგლი I Will Follow, რომელიც ნოსტალგიური ტონით დღემდე სრულდება U2-ს კონცერტებზე.

თავდაპირველად დისკის პროდიუსერი უნდა ყოფილიყო Joy Division-ის პროდიუსერი მარტინ ჰენეტი. მიუხედავად ამისა, ეს საქმე ლილიუაიტს ანდეს. ჯგუფის რეპერტუარში იმ დროს 40ზე მეტი სიმღერა შედიოდა და შერჩეული იქნა რამდენიმე ”სიცოცხლისუნარიანი”, რომლითაც U2 ბევრ მსმენელს უნდა გაეცნო.

ალბომის თემებში ბევრი სექსუალური მოტივი იყო, რამაც ამერიკული გეი კლუბების მხრიდან მოწონება დაიმსახურა.

უკანასკნელი სიმღერა, Shadows and Tall Trees მიგვითითებს უილიამ გოლდინგის ”ბუზების მბრძანებელზე”, რადგანაც სწორედ ასე ჰქვია წიგნის ერთ-ერთ თავს.

”ბილბორდის” ჩარტებში ალბომის მაქსიმალური პოზიცია #63 იყო, თუმცა ჯგუფის შემდგომი მასალის პოპულარობის გამო მოგვიანებით იგი მოხვდა #52 ადგილზე.

საკონცერტო გამოსვლებისა და ბონოს ვოკალზე ექოს ეფექტების გამოყენების კრიტიკის მიუხედავად, სწორედ კონცერტებმა განამტკიცეს დამწყები ჯგუფის პოტენციალი. ამასთან, ყველა კრიტიკოსი ერთმანეთს ეთანხმებოდა ბონოს ქარიზმატულობაზე და ვნებიან იმიჯზე. იმ პერიოდში მას თვლიდნენ ახალგაზრდა როდ სტიუარტის გადმონაშთად.

Boy არის ჯგუფის ერთადერთი ალბომი, რომლის ყველა სიმღერაც და სინგლების B-გვერდებიც შესრულებულა კონცერტებზე, ერთხელ მაინც.

გარეკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის გარეკანზე გამოსახულია პიტერ როუენი, ბონოს მეგობრის, გუჯის ძმა, რომელიც ამჟამად ცნობილი ირლანდიელი ფოტოგრაფია. იგი ასევე გამოტანილია ალბომების Three, War, The Best of 1980–1990, და Early Demos ყდებზე. ფოტოგრაფები, ჰიუგი მაკგინესი და გარეკანის დიზაინერი სტივ ევერილი (ადამ კლეიტონის მეგობარი) ასევე შემდგომში U2-ს სხვა ყდებზეც მუშაობდნენ.

აშშ გამოცემაში გამოყენებულია ჯგუფის აშლილი გამოსახულება, რადგანაც კოლექტივს ეშინოდა, რომ მათ პედოფილიაში დასდებდნენ ბრალს. ამერიკული გარეკანის ფოტოსურათის ავტორია სენდი პორტერი.

2008 წლის გამოცემაში ყველა ქვეყნის ვარიანტში გამოყენებული იქნა ერთი და იგივე ყდა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — U2, ლირიკა - ბონო.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„I Will Follow“3:36
2.„Twilight“4:22
3.„An Cat Dubh“4:47
4.„Into the Heart“3:28
5.„Out of Control“4:13
6.„Stories for Boys“3:02
7.„The Ocean“1:34
8.„A Day Without Me“3:14
9.„Another Time, Another Place“4:34
10.„The Electric Co.“4:48
11.„Shadows and Tall Trees“4:36
საერთო ხანგრძლივობა:42:14

დამატებითი დისკი (2008 წლის გამოცემა)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — U2.

#სახელწოდებაორიგინალური გამოცემახანგრძლივობა
1.„I Will Follow“ (ახალი მიქსი)3:38
2.„11 O'Clock Tick Tock“ (სინგლის ვერსია)11 O'Clock Tick Tock» - სინგლის ვერსია3:47
3.„Touch“ (სინგლის ვერსია)11 O'Clock Tick Tock» - სინგლის ვერსია3:26
4.„Speed of Life“3:19
5.„Saturday Night“5:13
6.„Things to Make and Do“A Day Without Me» - სინგლის ვერსია2:17
7.„Out of Control“ (Single version)Three EP3:53
8.„Boy-Girl“ (Single version)Three EP3:23
9.„Stories for Boys“ (Single version)Three EP2:42
10.„Another Day“ (Single version)Another Day» - სინგლის ვერსია3:28
11.„Twilight“ (სინგლის ვერსია)Another Day» - სინგლის ვერსია4:35
12.„Boy-Girl“ (კლუბი ’’მარკი’’, ლონდონი)I Will Follow» - სინგლის ვერსია3:26
13.„11 O'Clock Tick Tock“ (კლუბი ’’მარკი’’, ლონდონი)4:59
14.„Cartoon World“ (ეროვნული სტადიონი, ირლანდია)4:22
საერთო ხანგრძლივობა:52:21

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
კანადა (Music Canada)[8] პლატინა 100 000^
გაერთიანებული სამეფო (BPI)[9] ოქრო 100 000^
აშშ (RIAA)[10] პლატინა 1 000 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ერლეუაინი, სტივენ თომას. Boy – U2. Allmusic. ციტირების თარიღი: 2010-12-28.
  2. Moser, Margaret (2001-03-30). „Record Reviews – The U2 Catalog: Boy“. The Austin Chronicle. ციტირების თარიღი: 2011-02-07.
  3. McAdam, Sean (1981-03-05). „Album review: 'Boy'. The Boston Globe.
  4. კრისტგოუ, რობერტ. U2: Boy – Consumer Album Guide. რობერტ კრისტგოუ. ციტირების თარიღი: 2010-12-30. Revised from the originally published version at „Consumer Guide: U2: Boy. The Village Voice. 1981-03-30. ციტირების თარიღი: 2012-06-20.
  5. Lynch, Declan (1980-10-11). „Review of Boy“. Hot Press.
  6. Tangari, Joe. (2008-07-24) Albums Review: U2: Boy / ოქტომბერი / War. pitchfork.com. Pitchfork Media. ციტირების თარიღი: 2010-12-30.[მკვდარი ბმული]
  7. Cohen, Debra Rae (1981-04-16). „Music Review: U2 Boy. Rolling Stone (341). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-04. ციტირების თარიღი: 2005-05-15.
  8. Canadian album certifications – U2 – Boy. Music Canada.
  9. British album certifications – U2 – Boy. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Boy ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  10. American album certifications – U2 – Boy. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH