„Get Out of Your Own Way“ გამოვიდა: 4 დეკემბერი 2017
Songs of Experience — ირლანდიურიროკ-ჯგუფU2-ს მეთოთხმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2017 წლის 1 დეკემბერს. მისი პროდიუსერები არიან ჯეკნაიფ ლი, რაიან ტედერი, სტივ ლილიუაიტი, ენდი ბარლოუ და ჯოლიონ თომასი. იგი არის ალბომ Songs of Innocence-ის გაგრძელება. განსხვავებით აღნიშნული დისკისგან, რომელიც კოლექტივის ახალგაზრდობას ეძღვნებოდა, Songs of Experience თემატურად არის ვოკალისტ ბონოს მიერ დაწერილი წერილების კოლექცია. პირადული ხასიათის ამ ტექსტებში ასახულია „ბრძოლა მოკვდავობასთან“, რომელიც ბონომ გადაიტანა დისკზე მუშაობისას.[2]
Songs of Experience ბონომ პირველად აღნიშნა 2014 წელს Songs of Innocence-ის გამოსვლის დღეს. სიმღერებზე მუშაობა მან დაიწყო იმავე წლის ნოემბერში, როდესაც ველოსიპედით ავარიაში მოხვდა. ტურნეს Innocence + Experience Tour პერიოდში U2 ალბომს პორტატულ სტუდიაში იწერდა. სესიები განაგრძეს 2016 წელს, წლის ბოლოსთვის კი მასალაზე მუშაობა თითქმის დასრულდა. დაგეგმილი იყო Songs of Experience-ის მეოთხე კვარტალში გამოშვება, თუმცა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის და აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე დასრულება კვლავ გადაიდო. ალბომის საერთო განწყობას მიენიჭა განსხვავებული ხასიათი. ბონომ ტექსტების ნაწილი უფრო პოლიტიზებული სახით გადაამუშავა. ვინაიდან დრო რჩებოდა, ჯგუფმა სიმღერები საკონცერტო და სტუდიური ჟღერადობისთვის მოამზადა. იგი დამატებით სხვადასხვა პროდიუსერულ მიდგომას და ხმის მიქსს იყენებდა.
Songs of Experience კრიტიკოსებმა ძირითადად დადებითად შეაფასეს. Metacritic-ზე, რომელიც ქულებს ანიჭებს 100-ის ფარგლებში, მეინსტრიმული კრიტიკოსების მიმოხილვების მიხედვით, ალბომს აქვს 77 ქულა 4 მიმოხილვაზე დაყრდნობით.