„Stay (Faraway, So Close!)“ — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს სიმღერა და სინგლი ალბომიდან Zooropa, რომელიც გამოვიდა 1993 წელს. სიმღერა ირლანდიაში, ავსტრალიაში, გაერთიანებულ სამეფოში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში საუკეთესო 10-ეულში მოხვდა. მისი მუსიკალური ვიდეო გადაღებული იქნა ბერლინში (გერმანია). სიმღერის თავდაპირველი ვერსია იწერებოდა ალბომისთვის Achtung Baby. იგი ფრენკ სინატრასთვის დაიწერა და სამუშაო ვერსიის სათაური მის გვარს შეიცავდა. ალტერნატიული ვერსია მოხვდა ვიმ ვენდერსის ფილმში „შორს, ასე ახლოს!“.
„Stay (Faraway, So Close!)“ კრიტიკოსების მიერ დადებითად იქნა შეფასებული და ნომინირებული იქნა ოქროს გლობუსის ჯილდოზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში. იგი პირველად იქნა შესრულებული Zoo TV Tour-ის პერიოდში, მაგრამ სხვა ტურნეებზე აკუსტიკურად სრულდებოდა. ჯგუფის წევრები მას U2-ს ერთ-ერთ საყვარელ სიმღერად თვლიან. გიტარისტმა The Edge-მა იგი დაასახელა ალბომის საუკეთესო სიმღერად, ხოლო ბონომ - U2-ს ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომად.