Zoo TV: Live from Sydney
Zoo TV: Live from Sydney | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
ვიდეო - U2 | ||||
გამოცემის თარიღი | 17 მაისი 1994 | |||
ჩაიწერა | 27 ნოემბერი, 1993, სიდნეის საფეხბურთო სტადიონი, სიდნეი, ავსტრალია | |||
ჟანრი | როკი | |||
ხანგრძლივობა | 118:00 | |||
ლეიბლი | Island / PolyGram / UMG | |||
U2 – ქრონოლოგია | ||||
|
პროფესიონალური შეფასებები | |
---|---|
ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Bullz-Eye | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Entertainment Weekly | B−[2] |
IGN | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
PopMatters | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Rolling Stone | ![]() ![]() ![]() ![]() |
Zoo TV: Live from Sydney — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს ვიდეო, რომელიც ასახავს 1993 წელს სიდნეიში გამართულ კონცერტს.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Zoo TV იყო სიდნეიში ჩატარებული ორი კონცერტიდან რიგით მეორე გამოსვლა. წინა საღამოს მოწყობილი შოუ პრაქტიკულად გამოყენებული იყო რეპეტიციისათვის. საგულისხმოა, რომ ადამ კლეიტონი ამ კონცერტს არ ესწრებოდა. იგი გამოჩნდა მეორე წარმოდგენაზე.
რამდენიმე წლის შემდეგ ბონომ მიმოიხილა ეს შოუ ჟურნალში როლინგ სტოუნი. მისი თქმით, კლეიტონს კარგად ესმოდა, რომ ეს შეიძლებოდა ჯგუფის უკანასკნელი შოუ ყოფილიყო.
იმ დროისათვის ეს იყო ოთხეულის ყველაზე გამაოგნებელი წარმოდგენა, რომელიც ითავსებდა როკ-კონცერტსა და თეატრალიზებული შოუს ელემენტებს, გიგანტური ეკრანებით და პირდაპირი ტელე-ჩართვებით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან.
სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Show Opening
- Zoo Station
- The Fly
- Even Better Than the Real Thing
- Mysterious Ways
- One
- Unchained Melody
- Until the End of the World
- New Year's Day
- Numb
- Angel of Harlem
- Stay (Faraway, So Close!)
- Satellite of Love
- Dirty Day
- Bullet the Blue Sky
- Running to Stand Still
- Where the Streets Have No Name
- Pride (In the Name of Love)
- Daddy's Gonna Pay For Your Crashed Car
- Lemon
- With or Without You
- Love Is Blindness
- Can't Help Falling in Love
დამატებითი მასალა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Tryin' to Throw Your Arms Around the World და Desire — გადაღებული ნიუ-იორკში, 1992 წლის 29 და 30 აგვისტოს
- The Fly და Even Better than the Real Thing — გადაღებული კონცერტზე შეაჩერეთ სელაფილდი, მანჩესტერი, 1992 წლის 19 ივნისი
- დოკუმენტური ფილმები
- A Fistful of ZooTV
- ZooTV – The Inside Story
- Trabantland
- სპეციალური მასალა
- ვიდეოაღიარება
- Numb - კარაოკე მიქსი
- ფუნქციები კომპიუტერისათვის
- დამალული სექციები
იმ საღამოს დაკრული ყველა სიმღერა შეტანილია ამ ფილმში, მაგრამ გამოტოვებულია Tryin' to Throw Your Arms Around the World, რომელიც შესრულდა სიმღერებს Numb და Angel of Harlem შორის. ბევრი თვლის, რომ ამის მიზეზი არის ბონოს მიერ სცენაზე არასრულწლოვან გოგონასთან ერთად დალეული შამპანიურის ჭიქა, მაგრამ სხვები თვლიან, რომ ჯგუფი უბრალოდ უკმაყოფილო იყო ამ შესრულებით.
პრობლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
როდესაც იაპონიაში ეს კონცერტი პირველად აჩვენეს, მოყვარულების დიდი რაოდენობა უკმაყოფილო დარჩა, რადგანაც სიმღერის The Fly დროს ეკრანებზე, უამრავ სხვა ფსევდო-ლოზუნგთან ერთად თითქოს გამოჩნდა ახლავე დაბომბეთ იაპონია. სინამდვილეში ეს არ იყო პირდაპირი მოწოდება, არამედ წარმოადგენდა მთლიანად მედიასაშუალებების სატირული ვარიანტის ნაწილს. 2007 წლის აგვისტოში შოუს დიზაინერმა, უილი უილიამსმა განაცხადა, რომ თავის დროზე ეს გაუგებრობა ჟურნალისტის გამო მოხდა და სინამდვილეში ასეთი ფრაზა არ ყოფილა შემთხვევითი ფრაზების კრებულში.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Zoo TV: Live from Sydney Review. Bullz-Eye. ციტირების თარიღი: 2011-08-12.
- ↑ Linden, Amy (20 May 1994). „U2: ZOO TV Live From Sydney Review“. Entertainment Weekly (223). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-28. ციტირების თარიღი: 2011-08-12.
- ↑ Zoo TV: Live from Sydney Review. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-23. ციტირების თარიღი: 2011-08-12.
- ↑ Hayes, Neal. (21 November 2006) U2: Zoo Tv, Live From Sydney [DVD]. PopMatters. ციტირების თარიღი: 2011-08-12.
- ↑ Greene, Andy. (25 September 2006) Music Review: U2 -- Zoo TV Live From Sydney. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-31. ციტირების თარიღი: 2011-08-12.