One (U2-ს სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„One“
სინგლიU2
ალბომიდან Achtung Baby
B-მხარე Lady With the Spinning Head (UV1)
გამოსვლის თარიღი 6 მარტი 1992
ჩაიწერა ოქტომბერი, 1990 – სექტემბერი, 1991, Hansa Ton Studios, ბერლინი; ელსინორი, დოლკი, დუბლინი; Windmill Lane Studios, დუბლინი
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 4:36
ხმისჩამწერი ლეიბლი Island
ავტორ(ებ)ი ბონო (ტექსტი), U2 (მუსიკა)
პროდიუსერი დენიელ ლანუა, ბრაიან ინო
U2 — სინგლების ქრონოლოგია
„Mysterious Ways“
(1991)
One
(1992)
„Even Better Than the Real Thing“
(1992)

One“ — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს სიმღერა და სინგლი ალბომიდან Achtung Baby, რომელიც გამოვიდა 1992 წელს. ეს არის ალბომის მესამე სიმღერა. ჯგუფის მიერ ალბომის ჩაწერის პერიოდში, გერმანიაში, მუსიკოსებს შორის ხშირ კამათს ჰქონდა ადგილი, რომელიც ეხებოდა ალბომის ჟღერადობას. ჯგუფი დროებით დაიშალა, მაგრამ „One“-ის იმპროვიზაციისას იპოვეს აკორდების ისეთი თანმიმდევრობა, რომელიც მოეწონათ. სიმღერის ტექსტის ავტორია ბონო, რომელიც მასში საუბრობს ჯგუფში ურთიერთობებზე და გერმანიის კვლავ გაერთიანებაზე.

„One“ გამოიცა საქველმოქმედო სინგლის სახით, მისი შემოსავალი აივ ინფექციით დაავადებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხა. სიმღერა მოხვდა ირლანდიის სინგლებისა და აშშ ბილბორდის როკ-სიმღერების ჩარტების, ისევე, როგორც თანამედროვე როკ-სიმღერების სიის სათავეში. ბრიტანეთში მისი მაქსიმალური პოზიცია #7 იყო, ხოლო ბილბორდის 100-ეულში - #10. სიმღერის პრომოკამპანიის ფარგლებში გადაღებული იქნა 3 ვიდეორგოლი, მაგრამ ჯგუფი მხოლოდ მესამეთი დარჩა კმაყოფილი.

სიმღერა კრიტიკოსების მიერ დადებითად იქნა შეფასებული გამოსვლისთანავე და იმ დროიდან მოყოლებული, ყველა დროის უდიდეს სიმღერათა სიებში ხვდებოდა. U2 „One“-ს 1992 წლიდან ასრულებს ყველა კონცერტზე. იგი მოხვდა ჯგუფის მრავალ კრებულსა თუ საკონცერტო ფილმში. კონცერტების დროს ჯგუფი მას ხშირად ასრულებს ადამიანთა უფლებებზე ან სოციალური სამართლიანობაზე საუბრისას. ბონო მიერ დაარსებულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ONE Campaign სახელწოდება შეიძინა ამ სიმღერისგან. 2005 წელს „One“ ჯგუფის მიერ ჩაიწერა თანამედროვე რ'ნ'ბ მომღერალ მერი ჯეი ბლაიჯის მონაწილეობით და შეტანილი იქნა უკანასკნელის ალბომში The Breakthrough.

სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგლი გამოვიდა რამდენიმე ფორმატში. მათ შორის იყო 7", 12", აუდიოკასეტისა და CD-ის ვერსიები.„Lady with the Spinning Head (UV1)“, b-მხარე, შეტანილია ყველა ვერსიაში. რამდენიმე ვერსიაში მოხვდა „Satellite of Love“ ან „Satellite of Love“ და „Night and Day“-ს რემიქსი.

#სახელწოდებატექსტიმუსიკაპროდიუსერიხანგრძლივობა
1.„One“ბონოU2დენიელ ლანუა და ბრაიან ინო4:36
2.„Lady with the Spinning Head (UV1)“ბონოU2პოლ ბარეტი3:54
3.„Satellite of Love“ლუ რიდირიდიThe Edge და ბარეტი4:00
4.„Night and Day“ (Steel String-ის რემიქსი)კოულ პორტერიპორტერიThe Edge და ბარეტი7:00

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]