შინაარსზე გადასვლა

Rattle and Hum

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Rattle and Hum
სტუდიური ალბომი / საკონცერტო ჩანაწერები
გამოცემის თარიღი 10 ოქტომბერი, 1988
ჩაიწერა 1987–1988
სტუდია
ჟანრი როკი, რუტს-როკი
ხანგრძლივობა 72:27
ლეიბლი Island
პროდიუსერი ჯიმი აიოვინი
U2 — ქრონოლოგია
The Joshua Tree
(1987)
Rattle and Hum
(1988)
Achtung Baby
(1991)
სინგლები ალბომიდან Rattle and Hum
  1. „Desire“
    გამოცემის თარიღი: სექტემბერი 1988
  2. „Angel of Harlem“
    გამოცემის თარიღი: დეკემბერი 1988
  3. „When Love Comes to Town“
    გამოცემის თარიღი: აპრილი 1989
  4. „All I Want Is You“
    გამოცემის თარიღი: ივნისი 1989

Rattle and Humირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს მეექვსე სტუდიური (საკონცერტო ჩანაწერებთან ერთად) ალბომი და ამავე სახელწოდების ფილმი. როგორც ალბომი, ასევე ფილმი 1988 წელს გამოვიდა. მათში შეტანილია ჯგუფის საკონცერტო ჩანაწერები, ქავერ-ვერსიები და ახალი სიმღერები. წინა ალბომის The Joshua Tree მიერ დამკვიდრებული ტრადიციით, Rattle and Hum როგორც ამერიკული ტრადიციული მუსიკის, ასევე ბლუზ-როკის, ფოლკ-როკის და გოსპელური მუსიკის ელემენტებს შეიცავს. ფილმი ძირითადად აშშ-შია გადაღებული, The Joshua Tree Tour-ის პერიოდში და ასახავს ჯგუფის ამერიკულ მუსიკასთან ექსპერიმენტებს.

მიუხედავად იმისა, რომ Rattle and Hum მიზნად ისახავდა ჯგუფის მიერ როკ-ლეგენდებისადმი პატივისცემას, ზოგიერთი კრიტიკოსი თვლიდა, რომ ჯგუფმა საკუთარი თავი მათ შორის დააყენა. კრიტიკოსთა შეფასებები შერეული იყო, მაგრამ ალბომს წილად კომერციული წარმატება ხვდა. იგი რამდენიმე ქვეყნის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოხვდა და გაიყიდა 14 მილიონი ასლის ოდენობით.[1]

"ძალიან მომწონდა უფრო ფართო მასშტაბების იდეა, რამდენად გამოვიდოდა ეს. ყოველთვის პატივს ვცემდი ტომ პარკერს და ბრაიან ეპსტაინს იმისთვის, რომ იცოდნენ, თუ როგორ შეეძლო მუსიკას მთელი სამყაროს წარმოსახვის გადმოცემა"
— U2-ს მენეჯერი პოლ მაკგინესი, ფილმის შექმნის მოტივაციის განმარტება.[2]

ჰარტფორდში, 1987 წლის ტურნეს The Joshua Tree Tour ყოფნისას U2 შეხვდა რეჟისორ ფილ ჟოანუს, რომელმაც მათ მოულოდნელად შესთავაზა ტურნეს შესახებ ფილმის გადაღება. ჟოანუს შემოთავაზებით, ჯგუფს უნდა ემუშავა მარტინ სკორსეზესთან, ჯონათან დემთან ან ჯორჯ მილერთან. მოგვიანებით იგი ოთხეულს დუბლინში შეხვდა. კიდევ ერთხელ ჟოანუმ და U2-მ ისაუბრეს საფრანგეთში, სექტემბერში და ჯგუფმა მას საბოლოოდ სთხოვა, თავად ემუშავა ფილმზე, როგორც რეჟისორს. თავდაპირველად ფილმის სახელწოდება უნდა ყოფილიყო U2 in the Americas. ჯგუფი აპირებდა მის ჩიკაგოში და ბუენოს-აირესში გადაღებას.[3] გადაწყდა, რომ ჩიკაგოს დარბაზი ამისთვის არ გამოდგებოდა, ამიტომ სანაცვლოდ დენვერის მაკნიკოლზის სპორტული არენა აირჩიეს. Live at Red Rocks: Under a Blood Red Sky-ს შემდეგ (იგი ოთხი წლით ადრე გადაიღეს), ჯგუფი იმედოვნებდა, რომ წარმატება განმეორდებოდა.[4] წარმოების პრობლემების და 1.2 მილიონი აშშ დოლარის ხარჯის გამო ჯგუფმა სამხრეთ ამერიკაში დეკემბერში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა. პრომოუტერ ბარი ფეის შემოთავაზებით, აირჩიეს არიზონაში მდებარე სან დევილის სტადიონი.[4]

თავად ფილმი "როკუმენტური" ჟანრის არის და დაფინანსებულია ჯგუფის მიერ. დაგეგმილი იყო მისი მცირე რაოდენობის კინოთეატრებში, დამოუკიდებელი ნამუშევრის სახით ჩვენება. ბიუჯეტის გადაჭარბების შემდეგ ფილმი შეიძინა Paramount Pictures-მა და 1988 წელს კინოთეატრებში გამოუშვა. 1989 წელს იგი ვიდეო კასეტებზე გამოიცა. ფილმის პროდიუსერი მაიკლ ჰემლინია. პოლ ვასერმანი პრომოუშენის დროს პრესასთან ურთიერთობდა, ჟურნალისტის სახით.[5] ფილმი შეიცავს როგორც სტუდიურ, ასევე საკონცერტო კადრებს და ჯგუფის ინტერვიუს ნაწყვეტებს. ალბომი შეიცავს საკონცერტო მასალას და ახალ სტუდიურ ჩანაწერებს, რომლებიც ჯგუფის ამერიკულ მუსიკასთან ექსპერიმენტებს განავრცობენ. ჩანაწერის პროდიუსერი ჯიმი აიოვინია.

სახელწოდება Rattle and Hum აღებულია The Joshua Tree-ს მეოთხე სიმღერის "Bullet the Blue Sky" ტექსტიდან. სურათი, გამოყენებული ალბომის გარეკანზე და ფილმის პოსტერზე, ასახავს ბონოს, რომელსაც The Edge-სკენ მომართული პროჟექტორი უკავია. ეს არის მომენტი "Bullet the Blue Sky"-ს შესრულებიდან, დაფიქსირებული როგორც ფილმში, ასევე ალბომში, მაგრამ სპეციალურად გადაღებული სტუდიაში, ანტონ კორბეინის მიერ.[6] გრამფირფიტის რამდენიმე ასლზე პირველ მხარეზე ამოტვიფრულია "We Love You A.L.K." (იგულისხმება ჯგუფის ერთ-ერთი მენეჯერი ენ ლუიზ კელი, რომელიც მოგვიანებით Pop-ში დამალული გზავნილების ობიექტიც იყო.

#სახელწოდებაავტორ(ებ)იშემსრულებელიხანგრძლივობა
1.„Helter Skelter“ (საკონცერტო)ლენონი–მაკ-კარტნიU23:07
2.„Van Diemen's Land“ეჯიU23:05
3.„Desire“U2U22:59
4.„Hawkmoon 269“U2U26:22
5.„All Along the Watchtower“ (საკონცერტო)ბობ დილანიU24:24
6.„I Still Haven't Found What I'm Looking
For“
(საკონცერტო)
U2U25:53
7.„Freedom for My People“ადამ გასოუ, სტერლინგ მეჯიგასო, მეჯი0:38
8.„Silver and Gold“ (საკონცერტო)ბონოU25:49
9.„Pride (In the Name of Love)“ (საკონცერტო)U2U24:27
10.„Angel of Harlem“U2U23:49
11.„Love Rescue Me“U2U2 და ბობ დილანი6:24
12.„When Love Comes to Town“U2U2 და ბიბი კინგი4:15
13.„Heartland“U2U25:03
14.„God Part II“U2U23:15
15.„The Star Spangled Banner“ (საკონცერტო)ჯონ სტეფორდ სმითიჯიმი ჰენდრიქსი0:43
16.„Bullet the Blue Sky“ (საკონცერტო)U2U25:36
17.„All I Want Is You“U2U26:30
საერთო ხანგრძლივობა:72:27
„Rattle and Hum“
რეჟისორი ფილ ჟოანუ
პროდიუსერი მაიკლ ჰემლინი
როლებში ბონო
The Edge
ადამ კლეიტონი
ლარი მალენი
კომპოზიტორი ბონო
The Edge
ადამ კლეიტონი
ლარი მალენი
ოპერატორი რობერტ ბრინკმენი, ჯორდან კრონენვეთი
მონტაჟი ფილ ჟოანუ
სტუდია Midnight Films
დისტრიბუტორი Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 27 ოქტომბერი, 1988 (1988-10-27) (ირლანდია)
  • 4 ნოემბერი, 1988 (1988-11-04) (აშშ)
ხანგრძლივობა 98 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 5 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 8.6 მილიონი აშშ დოლარი[7]
#სახელწოდებაავტორ(ებ)იშემსრულებელიხანგრძლივობა
1.„Helter Skelter“ (საკონცერტო)ლენონი-მაკ-კარტნიU2 
2.„Van Diemen's Land“The EdgeU2 
3.„Desire“ (დემო)U2U2 
4.„Exit/Gloria“ (საკონცერტო)U2 (Exit), ვენ მორისონი (Gloria)U2 
5.„I Still Haven't Found What I'm Looking For“ (რეპეტიცია)U2U2 და The New Voices of Freedom 
6.„Freedom for My People“ადამ გასოუ და სტერლინგ მეჯისტერლინგ მეჯი და ადამ გასოუ 
7.„Silver and Gold“ (საკონცერტო)ბონოU2 
8.„Angel of Harlem“ (დემო)U2U2 
9.„All Along the Watchtower“ (საკონცერტო)Bob DylanU2 
10.„In God's Country“ (საკონცერტო)U2U2 
11.„When Love Comes to Town“ (რეპეტიცია, საკონცერტო)U2U2 და ბიბი კინგი 
12.„Heartland“U2U2 
13.„Bad/Ruby Tuesday/Sympathy for the Devil“ (საკონცერტო)U2 (Bad), ჯეგერი/რიჩარდსი (Ruby Tuesday, Sympathy for the Devil)U2 
14.„Where the Streets Have No Name“ (საკონცერტო)U2U2 
15.„MLK“ (საკონცერტო)U2U2 
16.„With or Without You“ (საკონცერტო)U2U2 
17.„The Star Spangled Banner“ (Excerpt)ჯონ სტეფორდ სმითიჯიმი ჰენდრიქსი 
18.„Bullet the Blue Sky“ (საკონცერტო)U2U2 
19.„Running to Stand Still“ (საკონცერტო)U2U2 
20.„Sunday Bloody Sunday“ (საკონცერტო)U2U2 
21.„Pride (In the Name of Love)“ (საკონცერტო)U2U2 
22.„All I Want Is You“ (ჟღერს ტიტრების დროს)U2U2 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Stokes (2005), p. 78
  2. McGee (2008), p. 105
  3. McGee (2008), pp. 105, 109
  4. 4.0 4.1 McGee (2008), p. 112
  5. U2: Rattle and Hum (1988) – Full cast and crew. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: 10 August 2011.
  6. Scrimgeour (2004), p. 273
  7. U2: Rattle and Hum (1988). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 21 June 2017.