ადამ კლეიტონი
იერსახე
| ადამ კლეიტონი | |
|---|---|
|
კლეიტონი 2018 წელს | |
| ბიოგრაფია | |
| ნამდვილი სახელი | ადამ ჩარლზ კლეიტონი |
| დაბ. თარიღი | 13 მარტი, 1960 |
| დაბ. ადგილი | ჩინორი, ოქსფორდშირი, ინგლისი |
| წარმოშობა | დუბლინი, ირლანდია |
| ჟანრ(ებ)ი |
როკ-მუსიკა პოსტ-პანკი ალტერნატიული როკი |
| საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, სინთეზატორი, ბას გიტარა |
| აქტიური | 1976–დღემდე |
| ლეიბლ(ებ)ი | Island, Interscope |
| აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
|
Fender Precision Bass Fender Jazz Bass Warwick basses Gibson Thunderbird | |
| საიტი | u2.com |
| ადამ კლეიტონი ვიკისაწყობში | |
ადამ ჩარლზ კლეიტონი უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით ადამ კლეიტონი (დ. 13 მარტი, 1960) — ირლანდიელი ბას-გიტარისტი, ჯგუფ U2-ს წევრი.
კლეიტონი გაიზარდა დუბლინის საგრაფოში. იგი ცნობილია ბას-გიტარაზე შესრულებული U2-ს სიმღერების ცნობილი პარტიებით - ესენია "New Year's Day", "With or Without You", "Get on Your Boots", და "Magnificent". კრიტიკოსები მის მიერ ალბომის No Line on the Horizon შექმნაში შეტანილ წვლილს თვლიან ადამის საუკეთესო ბას-პარტიებად.
იგი ასევე მუშაობდა რამდენიმე სოლო-პროექტზე. ცნობილია ადამის და ლარი მალენის მიერ ფილმის შეუსრულებელი მისია მთავარი მუსიკალური თემის რემიქსი, შექმნილი 1996 წელს. კლეიტონი, ჯგუფის შემადგენლობაში არის 22 გრემის ჯილდოს მფლობელი.