Achtung Baby

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Achtung Baby

სტუდიური ალბომი - U2
გამოცემის თარიღი 19 ნოემბერი, 1991
ჩაიწერა Hansa Ton Studios, ბერლინი და Windmill Lane Studios, დუბლინი, 1990
ჟანრი როკ-მუსიკა, ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 55:23
ლეიბლი Island
პროდიუსერი დანიელ ლანუა, სტივ ლილიუაიტი, ბრაიან ინო
U2 – ქრონოლოგია

Rattle and Hum
(1988)
Achtung Baby
(1991)
Zooropa
(1993)
სინგლები ალბომიდან Achtung Baby
  1. „The Fly“
    გამოვიდა: 21 ოქტომბერი 1991
  2. „Mysterious Ways“
    გამოვიდა: 24 ნოემბერი 1991
  3. „One“
    გამოვიდა: მარტი 1992
  4. „Even Better Than the Real Thing“
    გამოვიდა: 8 ივნისი 1992
  5. „Who's Gonna Ride Your Wild Horses“
    გამოვიდა: აგვისტო 1992
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 5/5 stars
Chicago Tribune 3/4 stars
Entertainment Weekly A
Hot Press 10/12
Los Angeles Times 4/4 stars
The New Zealand Herald 3.5/5 stars
Orlando Sentinel 4/5 stars[1]
Q 5/5 stars
Rolling Stone 4.5/5 stars
Spin სხვადასხვა

Achtung Babyირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1991 წელს. ეს ალბომი გამოიცა 2 წლის შემდეგ, რაც ბონომ გამოაცხადა, რომ ჯგუფი იშლება. ეს განცხადება მოჰყვა ალბომზე Rattle and Hum რეაქციას.

ამ ალბომზე ჯგუფის ჟღერადობა რადიკალურად შეიცვალა, გამოყენებული იქნა ელექტრონული მუსიკის ელემენტები (რითმებში) და გიტარის ეფექტები. ტექსტებიც შეიცვალა - უფრო პირადული გახდა. ამან საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ელექტრონულ მუსიკაზე, ახალი ჯგუფების შემოქმედებაზე (მაგ: My Bloody Valentine) და სხვა ფაქტორებზე თანამედროვე მუსიკაში. ალბომი ნაკლებად ეფუძნება ტრადიციულ როკ-მუსიკას და ითავსებს თანამედროვე ჟანრებსაც, რამაც იგი 90-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო დისკად აქცია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Achtung Baby იყო ჯგუფისათვის სხვა მიმართულებით მოძრაობის აღსანიშნავი. ბონოს თქმით, ოთხი ადამიანი The Joshua Tree-ს ამ ალბომით სხვა განხრას ანიჭებდა. აქ გამოყენებული იქნა ელექტრონული მუსიკა, რაც 90იანების დასაწყისში საკმაოდ უცხო ხილი იყო - თუკი საუბარი იყო U2-ს ტიპის ჯგუფზე.

ალბომის ახალმა ჟღერადობამ თავად ჯგუფშიც კონფლიქტები წარმოშვა. ბერლინში, დისკის ჩაწერისას, ლარი მალენი და ადამ კლეიტონი თვლიდნენ, რომ კოლექტივი უნდა გაჰყვეს ტრადიციულ ჟღერადობას. ამის გამო ჯგუფი კვლავ დაშლის პირას დადგა, მაგრამ გიტარისტ ეჯის დახმარებით პრობლემა გადაწყდა. მან იპოვა ორიგინალური ვოკალური ჰარმონიები და გიტარის ახალი ჟღერადობა, რამაც სტუდიური სესიები აღადგინა და ჯგუფი დაბრუნდა დუბლინში, ალბომის დასასრულებლად.

Achtung Baby მუსიკალურად უფრო ბნელი იყო, ვიდრე წინა დისკები, თუნდაც სიმღერების The Fly, Acrobat და Love Is Blindness გამო. ჯგუფის 80-იანი წლების მიდგომა ამოტივტივდა ახალ დისკზე შეცვლილი სახით. სიმღერა One იქცა მათ ნამდვილ ჰიმნად, რომლის შესრულებისას მათთან ერთად კონცერტებზე მსმენელებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით მღერიან.

Achtung Baby-სთან ერთად გაიზარდა ჯგუფის მოყვარულთა ტალღაც. ახალი მსმენელები უფრო ინტერესდებოდნენ მსუბუქი სიმღერებით, როგორიც იყო Mysterious Ways.

ალბომის გამოსვლის შემდეგ, შედგა ჯგუფის საკონცერტო ტურნე, რომლის კულმინაციაც იყო ეპოქალური კონცერტი სიდნეი-ში.

ალბომის აშშ გრამფირფიტის გამოცემაზე ბასისტი ადამ კლეიტონი გამოსახული იყო შიშვლად. აშშ კომპაქტ დისკსა და კასეტაზე მისი ინტიმური ადგილები დაფარული იყო სიმბოლოთი X.

ალბომის სახელწოდება გერმანულად ნიშნავს ყურადღებით, საყვარელო!. ამ ფრაზას ხშირად იმეორებდა ჯგუფის ხმის ინჟინერი, ხოლო ფრაზა აღებულია ფილმიდან პროდიუსერები

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — U2, ლირიკა - ბონო, ეჯი.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Zoo Station“4:36
2.„Even Better Than the Real Thing“3:41
3.„One“4:36
4.„Until the End of the World“4:39
5.„Who's Gonna Ride Your Wild Horses“5:16
6.„So Cruel“5:49
7.„The Fly“4:29
8.„Mysterious Ways“4:04
9.„Tryin' to Throw Your Arms Around the World“3:53
10.„Ultraviolet (Light My Way)“5:31
11.„Acrobat“4:30
12.„Love Is Blindness“4:23
საერთო ხანგრძლივობა:55:27

Achtung Baby: The Videos[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Achtung Baby: The Videos, The Cameos, and a Whole Lot of Interference from Zoo TV

ვიდეო - U2
გამოცემის თარიღი მაისი 1992
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 62:00
ლეიბლი Island / PolyGram
U2 – ქრონოლოგია

The Unforgettable Fire Collection
(1985)
Achtung Baby: The Videos, The Cameos, and a Whole Lot of Interference from Zoo TV
(1992)
Zoo TV: Live from Sydney
(1994)

1992 წელს გამოიცა ვიდეო-კომპილაცია Achtung Baby: The Videos, The Cameos, and a Whole Lot of Interference from Zoo TV, რომელშიც შეტანილი იქნა ალბომის სიმღერების მუსიკალური ვიდეოები. ჩანაწერის ხანგრძლივობაა 62 წუთი, პროდიუსერია ნედ ო’ჰენლონი. ვიდეო გამოიცა კომპანიების Island/Polygram მიერ.

გარდა ცნობილი მუსიკალური ვიდეოებისა, ჩანაწერი შეიცავს დოკუმენტურ ვიდეორგოლებს, დაკავშირებულს საკონცერტო ტურთან Zoo TV Tour. კანადაში ვიდეოს ოქროს სტატუსი მიენიჭა.

Achtung Baby: The Videos, the Cameos, and a Whole Lot of Interference from Zoo TV
#სახელწოდებარეჟისორიხანგრძლივობა
1.„Interference“მორის ლინანი[nb 1]
2.„Even Better Than the Real Thing“კევინ გოდლი3:41
3.„Interference“ლინანი[nb 1]
4.„Mysterious Ways“სტეფან სედნაუი4:02
5.„One“ (ვერსია 1)ანტონ კორბეინი4:34
6.„The Fly“რიჩი სმითი, ჯონ კლაინი4:52
7.„Interference“ლინანი[nb 1]
8.„Even Better Than the Real Thing“ (საცეკვაო მიქსი)სმითი4:35
9.„One“ (ვერსია 2)მარკ პელინგტონი4:34
10.„Even Better Than the Real Thing“არმანდო გალო, კამპა3:45
11.„One“ (ვერსია 3)ფილ ჯოანუ4:34
12.„Until the End of the World“სმითი4:38
საერთო ხანგრძლივობა:65:01

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
ავსტრალია (ARIA)[2] 5× პლატინა 350,000^
ავსტრია (IFPI Austria)[3] პლატინა 50,000x
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[4] ოქრო 100,000*
კანადა (Music Canada)[5] ალმასი 1,000,000^
საფრანგეთი (SNEP)[6] 2× პლატინა 600,000*
გერმანია (BVMI)[7] პლატინა 500,000^
იტალია (FIMI)[8] ოქრო 50,000*
ახალი ზელანდია (RMNZ)[9] 5× პლატინა 75,000^
შვედეთი (GLF)[10] პლატინა 100,000^
შვეიცარია (IFPI Switzerland)[11] ოქრო 25,000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[12] 4× პლატინა 1,200,000^
აშშ (RIAA)[13] 8× პლატინა 8,000,000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 სამი სხვადასხვა Interference ერთად შეადგენს 25:46-ს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gettelman, Parry. “U2, Achtung Baby“, 1991-12-06. წაკითხვის თარიღი: 2010-10-15. 
  2. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 1998 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  3. Austrian album certifications – U2 – Achtung Baby გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ U2 ველში Interpret. შეიყვანეთ Achtung Baby ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
  4. Brazilian album certifications – U2 – Achtung Baby პორტუგალიურად. ბრაზილიის მუსიკალური პროდიუსერების ასოციაცია.
  5. Canadian album certifications – U2 – Achtung Baby. Music Canada.
  6. French album certifications – U2 – Achtung Baby ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  7. Gold-/Platin-Datenbank –Titel:Achtung Baby გერმანულად. Bundesverband Musikindustrie. წაკითხვის თარიღი: 6 დეკემბერი 2012.
  8. Italian album certifications – U2 – Achtung Baby იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია. წაკითხვის თარიღი: 5 დეკემბერი 2016.
  9. New Zealand album certifications – U2 – Achtung Baby. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია.
  10. Veckolista Album - Vecka 28, 1997 Swedish. Sverigetopplistan. წაკითხვის თარიღი: 8 იანვარი 2013.
  11. ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (U2; 'Achtung Baby'). Hung Medien.
  12. British album certifications – U2 – Achtung Baby. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Achtung Baby ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  13. Gold & Platinum. Recording Industry Association of America. წაკითხვის თარიღი: 20 March 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Achtung_Baby&oldid=3405449“-დან