შინაარსზე გადასვლა

One tree Hill (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან One Tree Hill (სიმღერა))
ტერმინს „One tree Hill“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ One tree Hill (მრავალმნიშვნელოვანი).
„One Tree Hill“
სინგლიU2
ალბომიდან The Joshua Tree
B-მხარე
გამოსვლის თარიღი 7 მარტი, 1988 (1988-03-07)[1]
ჩაიწერა 1986
სტუდია Windmill Lane, დუბლინი, ირლანდია
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 5:23
ხმისჩამწერი ლეიბლი Island Records
პროდიუსერი ბრაიან ინო, დენიელ ლანუა
U2 — სინგლების ქრონოლოგია
„In God's Country“
(1987)
One Tree Hill
(1988)
„Desire“
(1988)

One Tree Hill“ — მეცხრე სიმღერა ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს 1987 წლის ალბომიდან The Joshua Tree. სიმღერა გამოშვებული იყო სინგლის სახით ექსკლუზიურად ახალ ზელანდიაში, სადაც მან ჩარტების პირველი ადგილი დაიკავა. სიმღერის სათაური ეძღვნება ვულკანის პიკს ოუკლენდში, ახალ ზელანდიაში. იმ დროს როდესაც სიმღერა გამოიშვა, გორაკზე ერთი მონტერეის ფიჭვი იდგა. ხე 2000 წელს მოაშორეს, მას შემდეგ რაც მაორი-ს დაჯგუფებამ იგი გადახერხა. სიმღერა დაწერილია ბონოს პირადი ასისტენტის და ახლო მეგობრის, გრეგ კაროლის პატივსაცემად, რომელიც 1986 წელს დუბლინში, მოტოციკლეტით ავარიის შედეგად დაიღუპა: მას ბონოს მოტოციკლეტი მოჰქონდა და ეს შემთხვევა წვიმაში მოხდა.

სიმღერის დებიუტი შედგა 1987 წლის 10 სექტემბერს და მუდმივად სრულდებოდა ტურის Joshua Tree დროს, აგრეთვე ლავტაუნის ტურნეზე და ბოლოს, როტერდამის ტურის მსვლელობისას, 1990 წლის 9 იანვარს. 2006 წლამდე ეს სიმღერა აღარ შესრულებულა. 2006 წელს სიმღერა შესრულდა ოუკლენდში, ტურის Vertigo დროს, შემდეგ კი - ორჯერ ტოკიოში. ჯამში ეს სიმღერა 40-ჯერ არის შესრულებული.[2]

„One Tree Hill“ აგრეთვე შევიდა როგორც ბონუსური სიმღერა U2-ს პირველ საერთო ალბომში, The Best of 1980–1990.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„One Tree Hill“5:23
2.„Bullet the Blue Sky“4:32
3.„Running to Stand Still“4:20

სინგლის b-გვერდები და ყდა ამერიკული სინგლის "In God's Country" იდენტურია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sams, Aaron; Kantas, Harry. U2 – "One Tree Hill" Single. U2songs.com. ციტირების თარიღი: 25 მაისი 2016
  2. U2-Vertigo-Tour.com, All performances of One Tree Hill, accessed 9 April 2007.